From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_16.11.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 16.11.2020 05:56

            მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. შსს 48146 - ცვლილება შედის საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში (164 განკ.), რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განახორციელებს დღეში 1000 ახალი კორონავირუსის SARS-CoV2-ის  PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია)  ლაბორატორიულ კვლევას ან/და სწრაფი ტესტირების ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის ექსპერტთა მომზადება/გადამზადებას  საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით.
  2. ეკონომიკა 48111- . თბილისში, გულიას ქ. №3-ში ბიზნეს სახლის მშენებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილი, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ კაპიტალში შეტანილი თანხის - 20 000 000  ლარის გაუხარჯავი ნაწილი, 10 001 424,25 ლარი გამოყენებული იქნება შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ წესდებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
  3. განათლება 48100 - სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, განახორციელებს ბეჭდვასა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების   სახელმწიფო შესყიდვას.
  4. თავდაცვა 48094 -  მთავრობასთან თანხმდება, GG-B-UDT ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაა 13 403 627 აშშ დოლარი. თანხები მოხმარდება საზღვრის სათვალთვალო მობილურ სისტემას (MBSS) და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეძენას, საქართველოში ტრანსპორტირებას და შესაბამის მომსახურებას.

 

ხელმოსაწერი:

  1. 48090 - პროექტის მიხედვით,  ვერტმფრენებს, რომლებსაც არ გააჩნია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი, გაუგრძელდება ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით, ტექნიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე. აგრეთვე, დაევალება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2021 წლის 31 მაისის შემდეგ უზრუნველყოს ყველა იმ ვერტმფრენის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაუქმება, რომელსაც არ გააჩნია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი.

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე