From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_16.02.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 16.02.2021 09:42

           მოგესალმებით, შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      თავდაცვა 2118 - ცვლილება შედის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესში.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.

2.      ფინანსები 5012 - 5 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით. 

3.      განათლება 5002 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.

4.      განათლება 5001 -  ცვლილება შედის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წეს, აქტით განსაზღვრული შევსების წესი არ გავრცელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე ნაბეჭდი მასალის ჩამოწერის შემთხვევაზე.

5.      საგარეო 4998 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება   ტაჯიკეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. ბათუმში (საკონსულო ოლქით - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარ).

6.      განათლება 4985 - პროექტი ითვალისწინებს აქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემ.

7.      გარემო 4955 - პროექტი ითვალისწინებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემას.

8.      ეკონომიკა 4941 - მტკიცდება შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი.

9.      მთავრობა 4934 - პროექტი ითვალისწინებს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროთვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.

10.   მთავრობა 4929 - ცვლილება შედის სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფებ, პროექტი ითვალისწინებს ითვალისწინებს მოწვეული ექიმ-სპეციალისტებისათვის გასაცემი ანაზღაურების მისადაგებას საბაზრო ფასებთან. აღნიშნული გარემოება შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების დაინტერესებას მონაწილეობა მიიღონ საექსპერტო კვლევაში.

11.    ეკონომიკა 4903 - მტკიცდება შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.

12.   საგარეო 4854 - ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან.

 

ხელმოსაწერი:

  1. 4912 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება  „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება.       

 

პატივისცემით,  

ნათია