From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_15.12.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 15.12.2020 06:03

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. რეგიონული 54057 - მუნიციპალიტეტებს მიეცემათ უფლება,  უზრუნველყო 200 000 ლარის ფარგლებში სამშენებლსამუშაოები სახელმწიფშესყიდვა.
  2. ეკონომიკა 54106 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 7 159 733.43 ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს დუშეთის, ტყიბულის, ქობულეთის, ახმეტის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ამბროლაურის, ხაშურის და კასპის  მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
  3. რეგიონული 53902 - საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისათვის შესყიდული ავტობუსების მიღების მიზნით, მიეცემა თანხმობა ზოგიერთ მუნიციპალიტეტს, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღონ სესხი.
  4. მთავრობა 53888 - სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურ (საქსტატი) განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვს გამარტივებული შესყიდვის საშუალები.
  5. განათლება 53885 - სსიპ - საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ოპტიკური ხელსაწყოს  სახელმწიფო შესყიდვა.
  6. მთავრობა 53883 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვ.
  7. რეგიონული 53857 - გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს განკარგულების პროექტის დანართით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
  8. განათლება 53672 - კულტურის ეროვნული ფონდის შექმნისათვის, დადგენილი ვადა გახანგრძლივდება 2021 წლის 1 აპრილამდე.
  9. ეკონომიკა 53300 - „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან.
    „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის 144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების შედეგად, დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“.

    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებით, დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

     

    „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზესაქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის 174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების შედეგად, დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
  10. რეგიონული 54098 – მტკიცდება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.

     

    ხელმოსაწერი:

     
  1. 53207 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, არა უმეტეს 8 999.00 ლარის ფარგლებში განახორციელებ კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.

     

    კანონპროექტი:

     
  1. მთავრობა 54103 – საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

    არსი: ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის გავრცელების შეკავებისა და მისი გავრცელების პრევენციული ზომების შემოღების მიზნით, წარმოდგენილი პროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესების დარღვევისათვის. ჯარიმის ოდენობა იქნება 20 ლარი.
  2. 53255 - კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველ პუნქტში და დადგენილი ზოგადი გარდამავალი პერიოდი ხანგრძლივდება 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

პატივისცემით,  

ნათია