მოგესალმებით ,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- რეგიონული 851
- ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტი
განახორციელებს
2020 წლის 12 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, კიკვიძის ქუჩის მეორე
ჩიხის
№19-ში, სტიქიის გამო
ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის
სარეაბილიტაციო
სამუშაოების
და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების
დაფინანსებას.
- რეგიონული
849
- 2021-2022 წლებში
განხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გათვალისწინებული
პროექტები, რის
შედეგადაც,
გაუმჯობესდება შესაბამისი
მონაკვეთების საექსპლუატაციო მაჩვენებლები, უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის და შესაბამისად, მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილება, ასევე შემცირდება გადაადგილების დრო.
- რეგიონული
848
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
- საგარეო
835
- საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალება საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ
შენობათა კომპლექსის II კორპუსში
(ქ. თბილისი, ჩიტაძის ქ.6) განთავსებული აფხაზეთიდან
დევნილი ოჯახების შესაბამისი საცხოვრებელი
ფართებით უზრუნველყოფა.
პროექტი შეთანხმდა
პოლიტიკის დეპარტამენტთან და სსიპ დევნილთა სააგენტოსთან, შენიშვნები არ აქვთ. - გარემო
827
- 2021-2023 წლებში 15 000 000 ვორონოვის თეთრყვავილას ბოლქვის (Galanthus woronovii)
მოპოვებისათვის (მოპოვების
ყოველწლიური
კვოტა
-
5 000 000 ბოლქვი,
ყოველწლიურად
-
არა
უმეტეს 25 000
კგ.-ისა)
„ექსპორტის
მიზნით
სოჭის
გირჩითა
და
გადაშენების
საფრთხის
წინაშე
მყოფი
ველური
ფლორისა
და
ფაუნის
სახეობებით
საერთაშორისო
ვაჭრობის
შესახებ“
კონვენციის (CITES)
დანართებში
შეტანილი
თეთრყვავილას
ბოლქვებით
ან/და
ყოჩივარდას
გორგლებით
სარგებლობის
ლიცენზიის
გაცემის
საწყისი
ფასი
განისაზღვრება 264 000
ლარის
ოდენობით.
- გარემო
824
- ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონიძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით,
იქმნება სამთავრობო კომისია რომლის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის
ეკატერინე ტიკარაძე -
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
- განათლება
751
- პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის
მიცემას.
- განათლება
748 - პროექტის მიხედვით, გონივრული და წინასწარ შეთანხმებული ვადით გადაიწევა შპს „სპორტმშენსერვისსა“და შპს „საბა კონსტრაქშენს“
შორის 2020 წლის 29 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა.
- განათლება
742
- სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
ხელმოსაწერი:
- 847 -
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
- 845
- პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემას.
- 844
- პროექტი ითვალისწინებს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემას.
- 842
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
- 834
- პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
- 819
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
კანონპროექტი:
- 206
- საქართველოს კანონის პროექტი - „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი)
ინიციატივა
არსი:
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონის პროექტის
შესაბამისად, თუ საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქსტატი უფლებამოსილია
ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და
მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური მონაცემი და სხვა
ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი
ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით. ხოლო კანონპროექტის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
„თუ საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული
არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინონ მას ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის,
კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია“.
შესაბამისი ცვლილება შედის „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ საქართველოს
ორგანულ კანონშიც და შესაბამისობაში მოვიდეს ნორმები ერთმანეთთან. - 536
- საქართველოს კანონის
პროექტი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის,ა
ნტონ ობოლაშვილის, რამინა ბერაძის, ზაზა ლომინაძის, ზაალ მიქელაძის, ირმა ზავრადაშვილისა და დავით სერგეენკოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივა
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს, გარდამავალი
რეგულირების სახით, ემატება 455 მუხლი, რომლის თანახმად: პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის
შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან მინიჭებული აქვს გამოყენების (მათ შორის გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული
პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება:
·
იმპორტიორს, სამედიცინო პერსონალს ან სამედიცინო დაწესებულებას, თუ ზიანი გამოწვეულია, შესაბამისად, იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით ან, როგორც ეს გათვალისწინებულია ამავე კანონის 42-ემუხლის მე-2 პუნქტით, -სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ
დაშვებული შეცდომით; პროდუქტის მწარმოებელს, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
პროექტი
მომზადებული სამინისტროს ჩართულობით.
პატივისცემით,
ნათია