From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_14.12.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 14.12.2020 06:07

           მოგესალმებით,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. იუსტიცია 52942 -  სსიპ-იუსტიციის სახლს მიეცემა თანხმობა მისი ტერიტორიული ორგანოების, საზოგადოებრივი ცენტრების შენობა-ნაგებობების ნაწილი აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს შპს „მაგთიკომს“ და სს ,,ლიბერთი ბანკს“.
  2. შსს 51247 - ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესში, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინებები (პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეგზავნება „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცრებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის 01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებს.

    პროექტით ჩნდება 01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებისთვის ინფორმაციის გადაცემის პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი.
    პროექტი შეთანხმულია პოლიტიკის დეპარტამენტთან.
     
  3. ეკონომიკა 52926 – პროექტი ითვალისწინებს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს კანონით „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ განსაზღვრული განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის სტატუსის მინიჭებასა და მის მიერ განსახორციელებელი პროექტების განსაზღვრა „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი    და    საზოგადოებრივი    მნიშვნელობის    პროექტებად“, რაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საშუალებას მისცემს გამარტივებულად და მოკლე დროში განახორციელოს ყველა ის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთების დროულად გამოსყიდვას და დადგენილ ვადებში პროექტების განხორციელებას.
  4. განათლება 52922 - სსიპ ,,კოლეჯს ,,აისს'' მიეცემა თანხმობა, განახორციელოს საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები სახელმწიფო შესყიდვა.
  5. ფინანსები 52917 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სამინისტროსათვის 3.0 მლნ ლარის გამოყოფას. აღნიშნული თანხა სამინისტროს მიერ გადაცემული იქნება ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირს და მიმართული იქნება „რაგბის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაზე.
  6. ფინანსები 52865 - საქართველოს  ფინანსთა  სამინისტრო განახორციელებს წიგნის აკინძვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. თავდაცვა 52861 - შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განახორციელებს კვებითი უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვებს, 2021 წლის განმავლობაში.
  8.  ეკონომიკა 52810 - მთავრობასთან თანხმდება, „საქაერონავიგაციას“ და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ს შორის Entry-Node-ის თხოვების ხელშეკრულების პროექტი.
  9. მთავრობა 52675 - მთავრობის ადმინისტრაცია შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 52935 - ცვლილება შედის საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში (164 განკ.) ტურიზმის ადმინისტრაცია დამატებით უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე  (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა)  საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან (კოვიდსასტუმრო) კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალო დაწესებულებებში ან საცხოვრებელ ადგილას (იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ იზოლაციის ვადა არ დასრულებულა)  ტრანსპორტირებასთან; სამკურნალო დაწესებულებებიდან მათი საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში (კოვიდსასტუმრო) ან საცხოვრებელ  ადგილას (იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ იზოლაციის ვადა არ დასრულებულა) ტრანსპორტირებასთან;  საცხოვრებელი ადგილიდან ინფიცირებული ან სავარაუდო ინფიცირებული (ინფიცირებულთან კონტაქტი) საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვას.


    კანონპროექტი:
  1. შსს 52882 - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექ
    არსი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისაღები აქტების შემუშავებისა და გამოცემის ვადად განისაზღვრება არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდი.

 

პატივისცემით,  

ნათია