| From : | Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_14.01.21 |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge> |
| Received On : | 14.01.2021 08:16 |
მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 322 - შპს „ავალენზს“ მიენიჭება ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი.
პროექტი შეთანხმდა რეგულირების სააგენტოსთან, შენიშვნები არ აქვს.
2. ეკონომიკა 722 - პროექტის მიხედვით, „კირნათი ჰესის“ II ეტაპის (23,781 მგვტ.) ექსპლუატაციაში მიღების ვადა გაგრძელდება 2021 წლის 31 ივლისამდე. ამასთან, პროექტის ფარგლებში კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ოდენობა შემცირდება 1,192,289,66 აშშ დოლარამდე.
3. ეკონომიკა 721 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest AS“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამავე მხარეებს შორის დასადები შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, „სხალთა“ ჰესის მშენებლობის დასრულების ვადა გაგრძელდება 10 თვით და თარიღი განისაზღვრება 2021 წლის 9 მარტით (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 2020 წლის 9 მაისის ნაცვლად), ხოლო ჰესის ექსპლოატაციაში მიღების/ოპერირების დაწყების ვადა გაგრძელდება 9 თვით და თარიღი განისაზღვრება 2021 წლის 21 აპრილით (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 2020 წლის 9 ივლისის) ნაცვლად.
4.
ეკონომიკა 713
- შპს „ბლექ სი რივიერას“, მყიდველს 2
266 500 ლარად (გადახდილია) 2016 წელს
საკუთრებაში
გადაეცა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ
განმუხურში მდებარე 33951.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
კომპანიამ
იკისრა
რიგი
ვალდებულებები, არაუგვიანეს
ხელშეკრულების დადებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, აღჭურვა,
ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება ამ
მიზნით, არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას 2 წლით (2023 წლის 25 აპრილის ჩათვლით).
5. ეკონომიკა 712 - ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას (საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის სათავგადასავლო ტურიზმის გამყოლებისა და სამთო სპორტების მასწავლებლების მომზადება, ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა მაღალი რისკის მქონე აქტივობების სწავლება, როგორიცაა ინდუსტრიული სამუშაოები, საზვავე უსაფრთხოება და სხვა) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში მდებარე 228 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა №1-ზე - საერთო ფართით 107.26 კვ.მ. გაუგრძელდება უზუფრუქტის უფლება 2 წლის ვადით (2024 წლის 6 სექტემბრამდე), ასევე უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 6 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში მდებარე 231 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1- საერთო ფართით 323.70 კვ.მ. უზუფრუქტის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან უზუფრუქტის უფლების მოქმედების განმავლობაში პროფესიული საგანმანათლებლო პროფილით გამოყენების პირობით.
6. ეკონომიკა 711 - ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 28 318.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 50 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადაეცემა შპს „ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას“, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კალათბურთის მიმართულებით სპორტის განვითარებას.
7. ეკონომიკა 710 - საქართველოს მთავრობას, შპს „ჭიორა ჰესს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება შეთანხმება „ჭიორა ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2017 წლის 6 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე და გახანგრძლივდება კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დასაწყებად მინიჭებული ვადა 2020 წლის 30 იანვრამდე.
8. ეკონომიკა 709 - შპს „აგრო კონტინენტალს“ 2017 წელს საკუთრებაში გადაეცა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში მდებარე 229662 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა 161 000 ლარის ოდენობით. კომპანიამ იკისრა შემდეგი ვალდებულებები, არაუგვიანეს 2019 წლის 06 სექტემბრისა, ქონების არანაკლებ 80% ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ინფრასტრუქტურის ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის საირიგაციო სისტემით და დამცავი მესრით მოწყობა და ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 184000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების, არასაპრივატიზებო სახელშეკრულებო პირობებად განსაზღვრას.
9. გარემო 708 - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორიაზე გასაცემი სამონადირეო მეურნეობის სპეცილური ლიცენზიის მოქმედების ვადა 49 წლით განისაზღვრება, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს კი მიეცემა თანხმობა, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებელს, დამატებით სალიცენზიო პირობებად, პროექტით გათვალისწინებული პირობები განუსაზღვროს.
10. ეკონომიკა 703 - პროექტი ითვალისწინებს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 ნოემბრის №2477 განკარგულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადის გადავადებას.
11. ფინანსები 694 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სახანძრო სიგნალიზაციის მართვის პანელის თანმდევი მომსახურებით/მონტაჟით და პროგრამირებით სახელმწიფო შესყიდვა.
12.
ეკონომიკა 692
– ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცემა
უძრავი ქონება,
რაც, სავარაუდოდ,
ხელს შეუწყობს
სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის
მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების საქმიანობის დაფასებას და თამშრომლების მოტივაციის
ამაღლებას.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტტან შენიშვნები
არ აქვს.
13. ეკონომიკა 686 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებული 14123 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 780 კვ.მ. და 325 კვ.მ. ფართობები, შემდგომში პარკის რეაბილიტაციის მიზნით.
14. ეკონომიკა 683 - მთავრობასთან თანხმდება, „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ქუთაისის ჰუალინგის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „Georgian Huashun International Industrial Investment Group“ შორის 2015 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ ხელშეკრულება.
15. ეკონომიკა 636 - შპს „ენკა რინიუებლზს“ საკუთრებაში გადაეცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე, 96 ერთეული, ჯამში ჯამში 115 997 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღებას.
16.
ეკონომიკა 673
- შპს „არძანს“ (უფლებამონაცვლე: შპს „საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრი“, შემდგომში: მოიჯარე/კომპანია) 2015 წელს კომპანიას 26.07.2065 წლის ჩათვლით იჯარის უფლებით
გადაეცა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82-ში მდებარე 23 077 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, კომპანიამ
იკისრა რიგი ვალდებულებები,
450 მოსწავლეზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო და არანაკლებ 2200 სტუდენტზე გათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა და ფუნქციონირების დაწყება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
17. ეკონომიკა 674 - შპს „მანგანეზ ინდასთრის“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 61506.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ფეროშენადნობების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით, 1 722 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
18. მთავრობა 633 - „2021-2022 წლების განმავლობაში სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი საშუალებით.
19. ეკონომიკა- 677 - შპს „ბიგ სერვისს“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის N41-ში მდებარე, 1001522.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს და ხვა ვალდებულების შესრულების პირობით. პროექტი ითვალისწინებს ვალდებულების შესრულების 1 წლით გადავადებას.
20.
ეკონომიკა 631
-შპს „გუგვაინს“, 103 193 ლარად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების (ყურძნის
გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა (აშენება, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში)), ინფრასტრუქტურის მოწყობა) შესრულების პირობით,
საკუთრებაში გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება: საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თოხლიაურში მდებარე 16 040 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
პროექტის მიხედვით იცვლება საპრივატიზებო პირობები, ვალდებულების შესრულების ვადა გადაიწევს
2022 წლის 13 ივნისის მდგომარეობით.
ხელმოსაწერი:
პატივისცემით,
ნათია