From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_13.11.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 13.11.2020 11:28

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 47979 - ცვლილება შედის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხაშ, რომლის მიხედვით, შეიზღუდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსის და საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ერთდროულად ქონა; საქმიანობების (ე.წ. IT სერვისები) ნაწილში საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისთვის ნებადართული საქმიანობა იქნება ამ მომსახურების გაწევა მხოლოდ იმ პირ(ებ)ისთვის, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ.
  2. მთავრობა 47981 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო, განახორციელებს ტეტრაქლოროეთილენის  სახელმწიფო შესყიდვა 4800 ლარის  ფარგლებში.
  3. ეკონომიკა 47951 - მტკიცდება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი“.
  4. ეკონომიკა 47944 - პროექტის მიხედვით,  ვერტმფრენებს, რომლებსაც არ გააჩნია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი, გაუგრძელდება ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით, ტექნიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე. აგრეთვე, დაევალება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2021 წლის 31 მაისის შემდეგ უზრუნველყოს ყველა იმ ვერტმფრენის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაუქმება, რომელსაც არ გააჩნია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი.
  5. განათლება 47943 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების  სახელმწიფო შესყიდვას.
  6. განათლება 47939 - სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვრება არაუმეტეს 2012 ერთეულით.
  7. განათლება 47934 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელდება დოკუმენტაციის აკინძვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
  8. მთავრობა 47894 - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - საქპატენტ შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  9. ფინანსები 47873 - შპს „ეპამ სისტემს (ჯორჯია)“-ს ენიჭება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი.

ხელმოსაწერი:

  1. 48038 - ხელი ეწერება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების“ წერილ-შეთანხმებას, რომელიც მოიცავს მსოფლიო ბანკის საბაზისო განაკვეთის ცვლილებას, სესხი გამოყოფილია რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფნინასებლად.
  2. 48036 - ხელი ეწერება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 1)“. პროგრამის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა.
  3. 47976 - სსიპ - ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, ყოველთვიური საიჯარო ქირით 705,55  ლარის ოდენობით, აუქციონის გარეშე, გადაეცემა  ფიზიკურ პირს ლია მარშავას, კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით.
  4. 47975 - სსიპ - ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, სკოლასა და მოიჯარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური საიჯარო ქირით, აუქციონის გარეშე, გადაეცემა სარგებლობაში ზოგიერთ პირს, კვების ობიექტის (ბუფეტის), ქორეოგრაფიული სტუდიისა და კარატეს წრეს ფუნქციონირების მიზნით.

 

კანონპროექტები:

  1. ეკონომიკა 47883 - ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ძირითად არსს წარმოადგენს სისტემების ოპერატორების დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების სათანადოდ  განხორციელების, ასევე,  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და  საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაციის კანონით დადგენილი ვადების გაზრდას 6 თვით - 2021 წლის 1 ივლისამდე.

აგრეთვე ზუსტება - კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების გაუქმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიების ამოქმედების (ნაცვლად გაცემის) შემდგომ. აღნიშნული აუცილებელია, რათა საფრთხე არ შეექმნას მომხმარებელთა უწყვეტ მომარაგებას.

 

პატივისცემით,  

ნათია

 

 

 





From: Natela Khmaladze
Sent: Thursday, November 12, 2020 10:59
To: Tamar Gabunia; Giorgi Tsotskolauri; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani
Cc: mghkadua@moh.gov.ge
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_12.11.20
 

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 47795 - სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით,  ექვსი თვის ვადით სარგებლობაში გადასცემის ბალანსზე რიცხულ 10 ერთეულ პორტატულ კომპიუტერს (HP 255 G7) ა(ა)იპ- სოფლის განვითარების სააგენტოს.
  2. გარემო 47794 - ცვლილება შედის სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესში, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში არსებობს ბაზარზე სერტიფიცირებული თესლის განთავსებასთან დაკავშირებით დროებითი სირთულეები (საფრთხე ექმნება სასურსათო უსაფრთხოებას), სერტიფიცირების  ორგანომ, შესაძლებელია გასცეს სერტიფიკატი და ბაზარზე დაშვებულ იქნეს თესლი, (გარდა საბაზისო თესლისა), რომელიც არ აკმაყოფილებს თესლის მინიმალური აღმოცენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ხელმოსაწერი:

  1. 47773 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „იკამსის“ შორის „ღორეშა 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულება.
  2. 47759 - საქართველოს მთავრობასა და შპს „იკამსის“ შორის დაიდება “ყარნება 1“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
  3. 47758 - სსიპ- აკრედიტაციის ცენტრი შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  4. 47756 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს აზიის განვითარების ბანკს (ADB) „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმებული სასესხო შეთანხმებაში „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი“ სესხის თანხის რეალოკაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განხორციელების თხოვნით.
  5. 47755 - სსიპ - შემოსავლების სამსახური, განახორციელებს სათვალთვალო სისტემების სახელმწიფო შესყიდვას.
  6. 47753 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2020 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი „პროექტი Log-In Georgia”-ს თანადაფინანსების მოზიდვის თაობაზე.

    პროექტის მიზანია ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და მისი გამოყენების ხელშეწყობა ინდივიდუალური პირებისა და საწარმოების მიერ, შერჩეულ სასოფლო დასახლებებში, ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურების განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად ციფრული ინფრასტრუქტურის გარემოს განვითარებისთვის საქართველოს შესაძლებლობის გაუმჯობესების მხარდაჭერა.
  7. 47718 - ცვლილება შედის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებ, რომლის მიხედვით, აქტი შესაბამისობაში მოდის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონთან.
  8. 47705 - ძალადაკარგულად გამოცხადდება: ,,სს ,,სვანეთი ჰიდროსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემისა და 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალურის ჭრების განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის N2692 განკარგულება და ,,სს ,,სვანეთი ჰიდროსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის №603 განკარგულება, რის შემდგომაც სს ,,სვანეთი ჰიდროს“ მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე დააყენოს საკითხი სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული ფართობების და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობების აღნაგობის უფლებით საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
  9. 47703 - საქართველოს მთავრობასა და შპს „იკამსის“ შორის დაიდება “ყარნება 2“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
  10. 47702 -საგარეო  საქმეთა  სამინისტრო  განახორციელებს 12 000 ცალი საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის (ღირებულებით - არაუმეტეს 4200 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით) სახელმწიფო შესყიდვას.
  11. 47697 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს მეხანძრე-მაშველის ზამთრის ფორმების (დათბილული ქურთუკი და დათბილული შარვალი) შესყიდვას.
  12. 47696 - საქართველოს შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტო და სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  13. 47691 - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მის ბალანსზე რიცხული შვეულმფრენების ძრავების საწვავის მაღალი წნევის მარეგულირებელი ტუმბოების კაპიტალური სარემონტო სამუშაოების და მათი ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  14. 47690 - შპს „საქართელოს გაერთინებული წყალმომარაგების კომპანია“, ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში შესყიდვების განხორციელებისას, გამოიყენებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შესყიდვების პროცედურებ.
  15. 47683 - სსიპ - ვეტერანების სახელმწიფო სამსახური მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან 303 000 ლარს მიმართავს შპს ,,ვ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისათვის გადასაცემად მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
  16. 47682 - სპეციალურ პენიტენციური სამსახური შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  17. 47681 - ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“ -ს მიეცემა თანხმობა,  განახორციელოს სამშენებლო და დამხმარე სამშენებლო მასალების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ აქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

პატივისცემით,  

ნათია