| From : | Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_13.01.21 |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge> |
| Received On : | 13.01.2021 08:14 |
მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. 56104 - მტკიცდება სტატისტიკური სამუშაოების 2021 წლის პროგრამა და სტატისტიკური სამუშაოების 2021 წლის პროგრამით გათვალისწინებული სტატისტიკური სამუშაოების მოცულობა.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ აქვს.
2. გარემო 337 - მიენიჭება უფლებამოსილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტში გაწევრიანების განაცხადს.
3. გარემო 335 - იქმნება აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო სამინისტროების წარმომადგენელთა შემადგენლობით.
4. გარემო 333 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანის სერვისების დეპარტამენტის - დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – საზოგადოების გლობალური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება: კოოპერაციული ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის -2017.
5. გარემო 392 - ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო ადმინისტრაციული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
6. იუსტიცია 608 - 2021 წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისთვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
7. განათლება 554 - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
8. განათლება 553 - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
9.
განათლება 552 - განათლების სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისთვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
ხელმოსაწერი:
პატივისცემით,
ნათია