მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- გარემო 47795 -
სსიპ -
ღვინის ეროვნული სააგენტო, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით,
ექვსი თვის ვადით
სარგებლობაში გადასცემს
მის ბალანსზე რიცხულ 10 ერთეულ პორტატულ კომპიუტერს
(HP 255 G7)
ა(ა)იპ-
სოფლის განვითარების სააგენტოს.
- გარემო 47794 -
ცვლილება შედის
სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების
თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესში, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში არსებობს ბაზარზე სერტიფიცირებული თესლის განთავსებასთან დაკავშირებით დროებითი სირთულეები
(საფრთხე ექმნება სასურსათო უსაფრთხოებას), სერტიფიცირების
ორგანომ, შესაძლებელია გასცეს სერტიფიკატი და ბაზარზე დაშვებულ იქნეს თესლი, (გარდა საბაზისო თესლისა), რომელიც არ აკმაყოფილებს თესლის მინიმალური აღმოცენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ხელმოსაწერი:
- 47773 - მთავრობასთან თანხმდება,
საქართველოს მთავრობასა და შპს „იკამსის“ შორის
„ღორეშა 2“ ჰიდროელექტროსადგურის
მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური
განხორციელებადობის საკითხების
შესწავლის,
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ
დასადები ხელშეკრულება.
- 47759 -
საქართველოს მთავრობასა და შპს „იკამსის“ შორის დაიდება “ყარნება 1“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების,
ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
- 47758 -
სსიპ-
აკრედიტაციის ცენტრი შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
- 47756 -
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს აზიის განვითარების ბანკს (ADB) „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმებული სასესხო
შეთანხმებაში „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი“ სესხის თანხის რეალოკაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განხორციელების თხოვნით.
- 47755 - სსიპ - შემოსავლების სამსახური, განახორციელებს სათვალთვალო სისტემების სახელმწიფო შესყიდვას.
- 47753 -
მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა
და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2020 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი „პროექტი Log-In Georgia”-ს თანადაფინანსების მოზიდვის თაობაზე.
პროექტის მიზანია ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და
მისი გამოყენების ხელშეწყობა ინდივიდუალური პირებისა და საწარმოების მიერ, შერჩეულ სასოფლო დასახლებებში, ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურების განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად ციფრული ინფრასტრუქტურის გარემოს განვითარებისთვის საქართველოს შესაძლებლობის
გაუმჯობესების მხარდაჭერა. - 47718 -
ცვლილება შედის
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებში,
რომლის მიხედვით, აქტი შესაბამისობაში მოდის
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონთან.
- 47705 - ძალადაკარგულად გამოცხადდება: ,,სს ,,სვანეთი ჰიდროსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის
სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემისა და 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალურის ჭრების განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის N2692 განკარგულება და ,,სს ,,სვანეთი ჰიდროსთვის“ სახელმწიფო ტყის
ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის №603 განკარგულება, რის შემდგომაც სს ,,სვანეთი ჰიდროს“ მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე დააყენოს
საკითხი სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული ფართობების და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობების აღნაგობის უფლებით საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
- 47703 -
საქართველოს მთავრობასა და შპს „იკამსის“ შორის დაიდება “ყარნება 2“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების,
ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
- 47702 -საგარეო
საქმეთა სამინისტრო
განახორციელებს 12 000 ცალი საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის (ღირებულებით - არაუმეტეს 4200 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით) სახელმწიფო
შესყიდვას.
- 47697 -
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამარტივებული
შესყიდვის
საშუალებით
განახორციელებს
მეხანძრე-მაშველის ზამთრის ფორმების (დათბილული ქურთუკი და დათბილული შარვალი)
შესყიდვას.
- 47696 -
საქართველოს შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტო და სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 47691 -
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მის ბალანსზე რიცხული შვეულმფრენების ძრავების
საწვავის მაღალი წნევის მარეგულირებელი ტუმბოების
კაპიტალური სარემონტო სამუშაოების და მათი ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- 47690 -
შპს „საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე
დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში
შესყიდვების განხორციელებისას, გამოიყენებს
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შესყიდვების პროცედურებს.
- 47683 - სსიპ -
ვეტერანების
სახელმწიფო
სამსახური მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან 303 000 ლარს მიმართავს შპს ,,ვ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა
კლინიკური ჰოსპიტლისათვის გადასაცემად მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
- 47682 -
სპეციალურ პენიტენციური სამსახური შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
- 47681 - ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“ -ს მიეცემა თანხმობა,
განახორციელოს
სამშენებლო და დამხმარე სამშენებლო მასალების
სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პატივისცემით,
ნათია