From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_11.11.20
Cc : mghkadua@moh.gov.ge
Received On : 11.11.2020 08:09

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 47665 - შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ გადაეცემა გურჯაანის, გორის, ახალქალაქისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მდებარე უძრავი ნივთები -სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთები, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კომპანიის მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გავრცელებას და  ხარისხიანი თესლის წარმოებას.
  2. გარემო 47676 - შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ღვინის ლაბორატორია“-ში ჩატარებული გამოცდის შედეგების ხარისხის (შედეგების სიზუსტე და ცდომილებები) კონტროლის მიზნით,  ყურძნისა და ყურძნისეული პროდუქტების ფიზიკურ–ქიმიური ანალიზების სფეროში, საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებებში და ლაბორატორიათშორის შედარებით გამოცდებში მონაწილეობის მიღების მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვა განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  3. შსს 47669 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვით განხორციელდება:  სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებული პირების,  სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელებისა და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის იზოლატორებში მოთავსებული პირების სამედიცინო მომსახურების, ასევე სამინისტროს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ, სამინისტროს მოსამსახურეთა ან/და მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, სამკურნალწამლო, სახარჯი მასალების, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა.
  4. ფინანსები 47662 - მუნიციპალიტეტებს 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით გამოეყოფათ 27 200 000 ლარი.
  5. შსს 47658 - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებ მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა.
  6. თავდაცვა 47655 - ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, თავდაცვის ძალების მეთაურის დასაბუთებული წარდგინებისა და სამინისტროში მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ტექნიკის/შეიარაღების მოდერნიზაციისა და აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე.
  7. შსს 47648 - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112“-ში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 390 ერთეულით.
  8. გარემო 47641 - გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ორჯაჭვა 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ,,1,2 გარდაბანი“-ს მშენებლობის  მიზნით, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ელექტროგადამცემი ხაზის  მშენებლობა.
  9. გარემო 47638 - სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტო, განახორციელებს სათვალთვალო და დროის საკონტროლო სისტემების სახელმწიფო შესყიდვას.
  10. გარემო 47636 - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო, განახორციელებ სხვადასხვა სახის სახანძრო ინვენტარისა და სახარჯი მასალის სახელმწიფო შესყიდვას.
  11. იუსტიცია 47629 - ცვლილება შედის „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“, ნუსხა შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის თანამდებობათა დასახელებებთან, აგრეთვე, საქართველოს პროკურატურის მიმართ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან.
  12. შსს 47667 - შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ-ებ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  13. შსს 47668 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  14. ფინანსები 47598 - გაფორმდება 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილი სესხის და გრანტის ხელშეკრულების, რომელიც ითვალისწინებს მესტიის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობას ცვლილებას.

     

    ხელმოსაწერი:
  1. ჩვენია 47679 - ხელი ეწერება ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი (გათვალისწინებულია გარკვეულ შემთხვევებში ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება; გაიწერა მომსახურების ღირებულებები (სწრაფი/მარტივი მეთოდით ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტირების ღირებულება ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 22 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა).
  2. 47683 - სსიპ - ვეტერანების სახელმწიფო სამსახური მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან 303 000 ლარს მიმართავს შპს ,,ვ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისათვის გადასაცემად მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
  3. 47682 - სპეციალურ პენიტენციური სამსახური შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  4. 47681 - ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“ -ს მიეცემა თანხმობა,  განახორციელოს სამშენებლო და დამხმარე სამშენებლო მასალების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

     

პატივისცემით,  

ნათია