From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_11.01.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 11.01.2021 10:31

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       საგარეო 57326 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობათა კომპლექსის II კორპუსში (ქ. თბილისი, ჩიტაძის ქ.6) განთავსებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შესაბამისი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა.

პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან და სსიპ დევნილტა სააგენტოსთან შენიშვნები არ აქვთ.

2.       გარემო 337 - მიენიჭება უფლებამოსილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტში გაწევრიანების განაცხადს.

3.       მთავრობა 282 - პროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური აღარ მოიცავს დღგ-ს თანხას, აღნიშნული შესაბამისობაში მოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებასთან.

4.     მთავრობა 281 - „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებასთან.

5.     მთავრობა 280 - მივლინებულ იქნება გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან კილაძე ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქ. ჟენევაში (შვეიცარია).

6.       გარემო 336 - ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმებს დანართი 71 სახით დაემატა  ვეტერინარული (ჯანმრთელობის)  სერტიფიკატი საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით ერაყის რესპუბლიკაში საექსპორტო  საკლავი მსხვილფეხა საქონლისთვის.

7.       გარემო 335 - იქმნება აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო სამინისტროების წარმომადგენელთა შემადგენლობით.

8.       გარემო 333 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსა  და ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანის სერვისების დეპარტამენტის - დაავადებათა  კონტროლისა და პრევენციის ცენტრს  (CDC) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – საზოგადოების  გლობალური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება: კოოპერაციული  ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის -2017.

9.       მთავრობა 324 - საქართველოს პროკურატურისათვი დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.

10.  იუსტიცია 304 - სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი ოპერატორების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

11.   შსს 305 - ცვლილება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში, რომლითაც, მათ შორის, განსაზღვრულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასურები და სახეები. განისაზღვრება, რომ მომსახურების საფასური აღარ მოიცავს დღგ-ს თანხას.

 

ცვლილება ხორციელდება  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 მარტის №138 დადგენილებაში, განისაზღვრება, რომ მომსახურების საფასური აღარ მოიცავს დღგ-ს თანხას.

 

პროექტის მიხედვით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მომსახურების გაწევა არ განიმარტება ეკონომიკურ საქმიანობად და აკადემია არ წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ - დღგ) გადამხდელს.

 

12.   ფინანსები 321 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 4 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი (საგადასახადო შეთანხმება), რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს  შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

1. / "დავით ადამია" (/  01009013389)

 

          2. / "ვაჟიკო ბაძაღუა" (/  19001018084)

 

          3. / ლიანა მოსიძე (/  62004015276)

           

4. შპს "გრადო" (ს/ნ  405020882)

 

პატივისცემით,  

ნათია