From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_10.11.20
Cc : mghkadua@moh.gov.ge
Received On : 10.11.2020 06:19

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 47537 - მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე 2776.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ: 83.01.26.078) და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში მდებარე 3464.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 ლარად საკუთრებაში გადაეცემა უცხოური საწარმოს ფილიალს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში“, მათზე მემორანდუმებით გათვალისწინებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის მიზნით.
  2. რეგიონული 47516 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და Regierungsbaumeister Schlegel GmbH & Co. KG (Germany)-ის შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (ხელშეკრულების საგანი: ბაკურიანის, დიდი მიტარბის და ჭიათურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, წინასწარი დიზაინის, დეტალური დიზაინის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება).
  3. მთავრობა 47454 -  სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს: თავის ბალანსზე რიცხული, ძირითადი აქტივების ჩამოწერა და სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის განსაკარგავად გადაცემა; თავის ბალანსზე რიცხული,  ამორტიზებული ძირითადი აქტივების ჩამოწერა და განადგურება.
  4. ეკონომიკა 47440 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 70 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში.
  5. მერია 47419 - შპს „თბილსერვის ჯგუფს“, მიეცემა უფლება, საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების და სტრინგების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 659 000.00 ლარის ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“- 2020 წლის საკუთარი სახსრებით.

 

 

 

პატივისცემით,  

ნათია

 

 

 

 





From: Natela Khmaladze
Sent: Monday, November 9, 2020 10:53
To: Tamar Gabunia; Giorgi Tsotskolauri; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani
Cc: mghkadua@moh.gov.ge
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_09.11.20
 

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 47401 – სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურ განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
  2. სასწრაფოა მთავრობა 47402 - ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში, რომლის მიხედვით,   დიდ ქალაქებში, ღამის საათებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა გადაადგილება შეწყდება, შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ბ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; გ) ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან; დ) განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

    ასევე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეჩერდება ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდება ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელება. სხვა დანარჩენ შემთვევაში სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად.
  3. გარემო 47313 - ცვლილება შედის ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, პოტენციური ბენეფიციარები, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, მიეცეთ პროგრამის ფარგლებში იმ მომსახურებების თანადაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც მოაპოვებინებს აღიარებას.
  4. გარემო 47304 - პროექტი ითვალისწინებს, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიების დაფინანსების უზრუნველყოფას.
  5. განათლება 47293 - სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, განახორციელებს გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.

პატივისცემით,  

ნათია