მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა
51441-
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი
ქონება,
რომელიც წარმოადგენს
შიდა სარგებლობის
ტროტუარს.
- თავდაცვა 51439
- სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას'' მიეცემა უფლება მის მიერ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების შესყიდვა,
2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 3 000 000 ლარის ღირებულებით.
- თავდაცვა 51437
-
მთავრობასთან თანხმდება, „GG-B-BCB ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 3“, იცვლება გრანტის
ღირებულება, თანხები მოხმარდება საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული UH-1H ტიპის ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილების შეძენას.
- თავდაცვა 51432
- მთავრობასთან თანხმდება,, ,GG-B-DAG ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება. გრანტის ხელშეკრულების
ღირებულებაა 2 499 806 აშშ დოლარი. გრანტით გათვალისწინებული სახსრები მოხმარდება აშშ-ის მრჩევლების მიერ ქართული მხარისათვის გასაწევ მომსახურებას, რაც მოიცავს კონსულტაციების გაწევასა და საექსპერტო მომსახურებას თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ინსტიტუციონალური განვითარების
მიმართულებით.
- განათლება 51428
- ცვლილება შედის,
2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობაში, ემატება
„ზოგადი განათლების I - IV კლასის მასწავლებელი“, რომლისთვისაც სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობად განსაზღვრულია 2250 ლარი.
- განათლება 51414
- სსიპ -
ილიას
სახელმწიფო
უნივერსიტეტი
გამარტივებული
შესყიდვის
საშუალებით
განახორციელებს
სეისმური
და
გეოდეზიური
ქსელის
განახლებისთვის
საჭირო
აპარატურის
სახელმწიფო
შესყიდვას.
- განათლება 51401
- სსიპ − საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი განახორციელებს გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებების
სახელმწიფო შესყიდვა.
- საგარეო 51387
- საპატიო
კონსულის ხელმძღვანელობით
გაიხსნება პარაგვაის რესპუბლიკის
საკონსულო დაწესებულება
ქ. თბილისში
(საკონსულო ოლქით -
საქართველოს მთელი ტერიტორია).
- თავდაცვა 51384
-
ცვლილება შედის სამხედრო სამსახურის დებულებაში, რომლის თანახმად, საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა
და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების მონაწილეობის დროს დაჭრილი ან დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობა ნაცვლად 148 თვისა განისაზღვრება 160 თვე.
- ფინანსები 51354
- ფინანსთა
სამინისტროს მიეცემა
თანხმობა, განახორციელოს ბეჭდვითი და ელექტრონული ჟურნალ-გაზეთების მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- ფინანსები 51352
- საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს
მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ტექსტური შტამპების და შტამპების სათადარიგო ბალიშების
სახელმწიფო შესყიდვა.
- იუსტიცია 51334
- სპეციალური პენიტენციური სამსახური,
საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ
ძებნილი პირების საქართველოში
ექსტრადიციასთან ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანასთან
დაკავშირებული ავიაბილეთების
სახელმწიფო
შესყიდვას
განახორციელებს გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით
20 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
- იუსტიცია 51331
- სპეციალური პენიტენციური სამსახური, მედიკამენტების,
სამედიცინო
დანიშნულების
საქონლის
და
მოვლის
საშუალებების,
ასევე,
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მყოფი
ქალი
მსჯავრდებულების 3
წლამდე
ასაკის
ბავშვების
მედიკამენტების,
სამედიცინო
დანიშნულების
საქონლის,
საკვები
პროდუქტების
და
მოვლის
საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით
170 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
- იუსტიცია 51330 -
სპეციალური პენიტენციური სამსახური,
სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 5 000 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
- შსს 51310 -
საზოგადობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს მიეცემა თანხმობა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა გაზარდოს არაუმეტეს 140 ერთეულით.
- ეკონომიკა 51294 -
სს „თელასს“ საკუთრებაში გადაეცემა
ქალაქ თბილისში,
წინანდლის ქუჩა N9-ში (ნაკვ. 01/301)
მდებარე
103.00
კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებას.
- გარემო 51232 -
ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვარზე. 11,26 მგვტ. სიმძლავრის კალაპოტური
ტიპის ,,დიღომი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, შპს ,,დიღომი ჰესს“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს
წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და
შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს
სამშენებლო სამუშაოები.
- იუსტიცია 51188 -
იუსტიციის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური
პენიტენციური სამსახური და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ტრენინგების ან/და სასწავლო კურსების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისგან“ განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- იუსტიცია 51186
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“,
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, „ციფრული მმართველობის სააგენტოსა“
და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ − მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში გასაცემი სერვისების მომხმარებლებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდების უზრუნველყოფისათვის სსიპ „იუსტიციის სახლისგან“ 2021
წლის განმავლობაში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ხელმოსაწერი:
- 51370 - ხელი
ეწერება „საქართველოსა და
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დასადებ შეთანხმებას.
- 51217 –
გაიმართება
მოლაპარაკება
„საქართველოს მთავრობასა
და
სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას
შორის
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის
შესახებ“
შეთანხმების
ტექსტის
მიღების
მიზნით.
კანონპროექტი:
- ეკონომიკა 51319
- „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემის ვადის გადავადება, კერძოდ,
-
საქართველოს მთავრობა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოფს
სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცებას:
ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამაცივრე მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
დ) ტელევიზორის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
ე) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
თ) საყოფაცხოვრებო გამათბობელი საშუალებების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერის კომპლექტების, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის ენერგიის მიმღები მოწყობილობების ენერგოეტიკეტირების
წესის თაობაზე.
კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;
ლ) მტვერსასრუტის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე.
პატივისცემით,
ნათია