მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მთავრობა 47401 –
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
- სასწრაფოა მთავრობა
47402 - ცვლილება შედის იზოლაციისა და
კარანტინის წესებში, რომლის მიხედვით, დიდ ქალაქებში, ღამის საათებში 22:00 საათიდან 05:00
საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა გადაადგილება შეწყდება,
შეზღუდვა
არ
ვრცელდება:
ა) საერთაშორისო
სატვირთო
გადაზიდვებზე;
ბ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური
საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; გ) ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან; დ) განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი
გარემოებებიდან გამომდინარე ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
ასევე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეჩერდება ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების
მიწოდება ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელება. სხვა დანარჩენ შემთვევაში სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული
უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად. - გარემო 47313 -
ცვლილება შედის
ტექნიკური დახმარების სახელმწიფო
პროგრამაში, რომლის მიხედვით,
პოტენციური ბენეფიციარები, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური
წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, მიეცეთ პროგრამის ფარგლებში იმ მომსახურებების თანადაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც მოაპოვებინებს აღიარებას.
- გარემო 47304 -
პროექტი ითვალისწინებს,
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამით
განსაზღვრული ღონისძიების დაფინანსების უზრუნველყოფას.
- განათლება 47293
- სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი,
განახორციელებს გამოძიებასა
და
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული
მომსახურებების
სახელმწიფო შესყიდვას.
პატივისცემით,
ნათია