მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა
4046 - მთავრობასთან თანხმდება,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
2021 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა
და სახელფასო ფონდი.
- ეკონომიკა 4045
- „საქართველოს მთავრობასა შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014“-სა
და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“ შორის დაიდება
შეთანხმება „ხრამი ჰესის“
ურთიერთგაგების მემორანდუმი.
- ფინანსები 4038
- პროექტის მიხედვით,
იცვლება
სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გასაწევი ზემოაღნიშნული მომსახურებების საფასურის გადახდის წესი, რაც გულისხმობს დაინტერესებული პირის ვალდებულებას პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ
- შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე. ხოლო, სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გასაწევ გარკვეულ მომსახურებებზე, როგორიცაა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით ექსპერტის მიერ სეს ესნ კოდის დადგენა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ-ის
ჩათვლით) ან/და მისაბმელის (3500 კგ - ის ჩათვლით)
საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა, შერეული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა და სხვა, მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, შესაბამისი
საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების (საქონლის გაფორმება, გაშვება, განკარგვა და სხვ.) დასრულებამდე.
- ეკონომიკა 4034
- სსიპ -
სახელმწიფო
ქონების
ეროვნულ
სააგენტოს,
ა(ა)იპ -
სოფლის
განვითარების
სააგენტოს
უსასყიდლო
უზუფრუქტის
უფლებით, უზუფრუქტუარის არსებობის ვადით გადაეცემა
უძრავი ქონება.
- ეკონომიკა 4031
- საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯითში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2901 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
პირდაპირი მიყიდვის ფორმით,
23
200
ლარად საკუთრებაში გადაეცემა
შპს ,,მოდინახეს“. რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს
უძრავი ქონების ან
მათი ნაწილის განვითარებას (რაც მოიცავს,
შენობ(ებ)ის/ნაგებობ(ებ)ის
(გარდა საცხოვრებელი დანიშნულებისა) აშენებას ამ მიზნით,
250 000
ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას.
- ეკონომიკა 4023
- ცვლილება შედის
„ჰაერსანაოსნო
მონაცემების
და
ჰაერსანაოსნო
ინფორმაციის
მიმწოდებლების,
მათი
უფლება-მოვალეობების
და
ჰაერსანაოსნო
მონაცემების
და
ჰაერსანაოსნო
ინფორმაციის
მიწოდების
წესში.
პროექტი უზრუნველყოფს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და ჰაერსანაოსნო მონაცემების სისრულის, დროულობისა და ხარისხის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში - ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
- რეგიონული 4001
-
მიეცემა
თანხმობა
ცაგერის
მუნიციპალიტეტს,
საქართველოში
იაპონიის
საელჩოსგან
მიიღოს
გრანტი 70 500
აშშ
დოლარის
ოდენობით.
განხორციელდება პროექტი - მძიმე ტექნიკის უზრუნველყოფის პროექტი კატასტროფებზე რეაგირებისა და კატასტროფების რისკის შემცირებისათვის ცაგერის
მუნიციპალიტეტში, რაც ითვალისწინებს
მძიმე
ტექნიკის - (JCB
ექსკავატორის)
შესყიდვას
კატასტროფებისადმი
რეაგირებისა
და
რისკის
შემცირებისათვის და გარე აუდიტის მომსახურების
შესყიდვას.
- ეკონომიკა 3987
- საქართველოს მთავრობასა და შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“-ს შორის დაიდება „ხობი 1 ჰესის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
- რეგიონული 3899
- მიეცემა
თანხმობა
ონის
მუნიციპალიტეტს,
საქართველოში
იაპონიის
საელჩოსგან
მიიღოს
გრანტი 56 584
აშშ
დოლარის
ოდენობით. განხორციელდება პროექტი - მძიმე ტექნიკის უზრუნველყოფის
პროექტი კატასტროფებზე რეაგირებისა და კატასტროფების რისკის შემცირებისათვის ონის მუნიციპალიტეტში, რაც ითვალისწინებს
მძიმე
ტექნიკის - (JCB
ექსკავატორის)
შესყიდვას
კატასტროფებისადმი
რეაგირებისა
და
რისკის
შემცირებისათვის და გარე აუდიტის მომსახურების
შესყიდვას.
- იუსტიცია 4049
- „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის
წარდგენისას მომხსენებლად დაინიშნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, ნაცვლად გოჩა ლორთქიფანიძისა.
- რეგიონული 3895
- საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრო,
მის მართვაში არსებულ შპს „საქართველოს
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მეშვეობით,
უზრუნველყოფს
ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში
შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინერეებისა
და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.
- თავდაცვა 3881 - „საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებას“ ემატება მუხლები, რომლის თანახმად, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადასტურება, ასევე მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების
ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე, გამოიწვევს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისათვის - 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, საკონტრაქტო (პროფესიული)
და კადრის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა იუნკერისა) - სამსახურიდან დათხოვნას, ხოლო იუნკერისათვის - სასწავლებლიდან გარიცხვას.
- ეკონომიკა 3843
- შპს „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“
2018 წელს
10 000
ლარად (გადახდილია), საკუთრებაში გადაეცა: დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში მდებარე 20427.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
კომპანიამ
იკისრა
რიგი
ვალდებულებები,
მათ
შორის:
უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, არანაკლებ 10
მოსწავლეზე/სტუდენტზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საცხოვრებელ კამპუსს, ეზოს კეთილმოწყობას (გამწვანება, არანაკლებ 10 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნა და სხვა)) ექსპლუატაციაში
მიღება და ფუნქციონირების დაწყება ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 20
სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის შექმნა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ფარეხის მოწყობა
ამ მიზნით, არანაკლებ 350 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობა. - მთავრობა 3823 -
პროექტის მიხედვით,
სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ქედის სატყეო ადმინისტრაციის ცხმორისის სატყეოს კვარტალ N51 - ის ლიტერ N5 - ში მდებარე 511 კვ.მ., და 873 კვ.მ მიწის ფართობებზე არასასოფლო-სამეურნეო
სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრება
25 წლის ვადით.
ხელმოსაწერი:
- 4007 -
ცვლილება შედის
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში, რომლის მიხედვით, რეგიონებთან ურთიერთობის
დეპარტამენტს უხელმძღვანელებს დეპარტამენტის უფროსი, ნაცვლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა რეგიონალურ საკითხებში.
- 3984 - მთავრობასთან თანხმდება,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე