From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_08.12.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 08.12.2020 06:56

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 51135 - მთავრობის ცნობად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას, შპს „გოტა 21“-ს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს „სტორი 1 ჰესის“ შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შპს „სტორის“ მიერ წარმოდგენილი სამშენებლო საბანკო გარანტია (#PE38647-16, გაცემული სს „საქართველოს ბანკის მიერ“ 2016 წლის 26 დეკემბერს, 2 003 000 აშშ დოლარის ოდენობით) ჩანაცვლდება ახალი, ანალოგიური პირობების მქონე საბანკო გარანტიით, რის შემდეგაც დაბრუნებულ იქნება შპს „სტორის“ მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული საბანკო გარანტია.
  2. განათლება 51106 - ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურ ფორმატში ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, საქართველოში მოქმედი მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები უფლებამოსილნი არიან 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე მობილური ინტერნეტ-მომსახურების საფასური განსაზღვრონ თვეში 20 გბ – 10 ლარი.
  3. გარემო 51002 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  4. მთავრობა 50963 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურ (საქსტატ) განახორციელებს კომპიუტერული ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას.
  5. გარემო 50892 - საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული და/ან სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეცვალოს დაცულ ტერიტორიებზე კავშირგაბმულობის ნაგებობის განთავსების პროცედურა და საფასური (რომელიც შეადგენს წლიურად 12000 ლარს თითოეულ ნაგებობაზე) ან გაათავისუფლოს დაინტერესებული პირი მისი გადახდისაგან.
  6. გარემო 50889 - ცვლილება შედის, საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმებ, რომლის მიხედვით,  2021 წლის 1 ივლისიდან ბენზინისთვის დადგინდება ყველა იმ მახასიათებლის ნორმა, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი ევროპული სტანდარტით. შედეგად, ბენზინის ხარისხი კიდევ უფრო დაუახლოვდება ე.წ. ევრო 5 სტანდარტს.
  7. გარემო 50884 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, განახორციელებ ერთი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი) და აპარატის შესაბამისი აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  8. განათლება - 50864 - მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების მიმართ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება.
  9. მთავრობა - 50862 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არა უმეტეს 10 902.00 ლარის ფარგლებში, განახორციელებს გაზეთების, სამეცნიერო ჟურნალების, პერიოდიკის და ჟურნალების  სახელმწიფო შესყიდვას.
  10. ეკონომიკა - 51124 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განახორციელებს მის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიის მომსახურების (დასუფთავების ჩათვლით) სახელმწიფო შესყიდვას.
  11. ეკონომიკა  51123 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განახორციელებს კვლევასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების (მედია მონიტორინგი) სახელმწიფო შესყიდვას.
  12. მთავრობა 50859 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, არა უმეტეს 13 000.00 ლარის ფარგლებში, განახორციელებს სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები  სახელმწიფო შესყიდვას.
  13. ფინანსები 50849 - ცვლილება შედის, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, 2021 წლის 1 მარტამდე შესაძლებელი იქნება, რომ საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ან/და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას, ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალის ნაცვლად, წარდგენილ იქნეს რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული სერტიფიკატის ასლი, ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით.
  14. ფინანსები 50840 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკურ სამსახური,  განახორციელებს 1 კომპლექტი, Cisco IP სატელეფონო მართვის სადგურის, Cisco გამოძახებათა ცენტრის (საკონტაქტო ცენტრი) და სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემის (Call recording) მხარდაჭერის ლიცენზიის სახელმწიფო შესყიდვას.

 

პატივისცემით,  

ნათია