| From : | Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_07.12.20 |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Received On : | 07.12.2020 06:14 |
მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 50066 - პროექტის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-დეკემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის მიმართვის მიზნობრიობას საქართველოს სამინისტროები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები შეათანხმებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ან მიმართავენ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
პროექტი შეთანხმდა საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.
2. იუსტიცია 50819 - იუსტიციის სამინისტროსა და მის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეცემათ თანხმობა განსაზღვრონ დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
3. ეკონომიკა 50800 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს ინტერნეტ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
4. შსს 50798 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახორციელებს ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალების/წიგნების, საბუღალტრო წიგნების, ფორმების და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთების და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების და მარაგების სახელმწიფო შესყიდვას.
5. შსს 50797 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. შსს 50796 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. შსს 50795 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. შსს 50794 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. შსს 50793 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. ეკონომიკა 50792 - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს დასასვენებელ სკვერს.
11. ეკონომიკა 50776 - პროექტი ითვალისწინებს, დღეის მდგომარეობით რეგულირების ქვეშ არსებული ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრებას.
12. ეკონომიკა 50771 - პროექტი ითვალისწინებს, შპს „ვარციხე-2005“-სთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებას მის საკუთრებაში არსებული ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის (ვარციხეჰესი) მიერ გამომუშავებული მხოლოდ იმ ელექტროენერგიის ნაწილში, რომელსაც ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრულ შესაბამის საანგარიშო პერიოდში არ მოიხმარს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული ობიექტები.
13. ეკონომიკა 50749 - ცვლილება შედის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, გარდაბნის თბოელექტროსადგურის N9 (გარანტი რებული სიმძლავრე 180მგვტ), N3 (გარანტი რებული სიმძლავრე 100მგვტ), N4 ენერგობლოკების (გარანტი რებული სიმძლავრე 100მგვტ) და აირტურბინული ელექტროსადგურის (გარანტირებული სიმძლავრე 60მგვტ) გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 იანვრამდე.
14. ეკონომიკა 50743 - ძალადაკარგულად ცხადდება „საერთაშორისო გამოფენაში - “ექსპო 2020 დუბაი“ საქართველოს მონაწილეობის ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და Bureau Expo Dubai 2020-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებები.
15. განათლება 50720 - სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრი, განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
16. ეკონომიკა 50719 - შპს „აგრო კონტინენტალს“ 2017 წელს საკუთრებაში გადაეცა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში მდებარე 229662 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა 161 000 ლარის ოდენობით. კომპანიამ იკისრა შემდეგი ვალდებულებები, არაუგვიანეს 2019 წლის 06 სექტემბრისა, ქონების არანაკლებ 80% ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ინფრასტრუქტურის ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის საირიგაციო სისტემით და დამცავი მესრით მოწყობა და ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 184000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების, არასაპრივატიზებო სახელშეკრულებო პირობებად განსაზღვრას.
17. განათლება 50718 - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტი, სააგენტოების/ორგანიზაციების მომსახურების (სტუდენტებისა და პაციენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვას, 2021 წლის განმავლობაში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
18. ფინანსები 50712 - ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, იმ ოჯახებისათვის, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტად, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის გასაცემად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოფს 204 600 ლარს.
19. ეკონომიკა 50696 - ცვლილება შედის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის შემსწავლელი სუბიექტებისთვის გაჩნდება გარდამავალი ნორმა, შესწავლის ვადის დამატებით განსაზღვრასთან დაკავშირებით.
20. ეკონომიკა 50694 - სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა ნაცვლად 2021 წლის პირველი იანვრისა, დადგენილების სრული ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2021 წლის პირველი ივლისი. ცვლილების მიხედვით, 6 თვით ხანგრძლივდება დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა, შედეგად, ეკონომიკურ ოპერატორებს მეტი დრო ექნებათ რეგულაციისთვის მოსამზადებლად.
21. ეკონომიკა 50691 - ცვლილება შედის სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, პროექტის მიხედვით, შეიქმნება ისეთ საკანონმდებლო სივრცე, რომლის პირობებშიც ეკონომიკურ ოპერატორებს ექნებათ ვალდებულება, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს შეუსაბამონ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი თაბაშირ-მუყაო.
22. ეკონომიკა 50652 - ცვლილება შედის გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება იმ საკითხთა აუცილებლობა, შენობა-ნაგებობების მშენებლობისას, სამშენებლო სამუშაოების რა ეტაპზე შეიძლება გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება, ინდივიდუალური ბინების გაზიფიცირება და გაზმომარაგების დაწყება.
23. ფინანსები 50644 - სსიპ - შემოსავლების სამსახური, განახორციელებს გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის სახელმწიფო შესყიდვას.
24. ფინანსები 50643 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს ზეთის გამათბობლების სახელმწიფო შესყიდვას.
25. ფინანსები 50596 - 5 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.
ხელმოსაწერი:
შესაბამისად პროექტის მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში, წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
პატივისცემით,
ნათია