მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- იუსტიცია 3594
- პროექტი ითვალისწინებს, „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად
გ. ლორთქიფანიძის დანიშვნას.
- მთავრობა 3552
- პროექტი ითვალისწინებს,
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას.
- ფინანსები 3539
- მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)
მიერ შპს „აისი“-სთვის 8.29 მლნ აშშ დოლარის სესხის გაცემის შესახებ.
სესხის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქი-1 და ახალქალაქი-2 ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის და განვითარების თანადაფინანსება.
- ეკონომიკა 3533 -
სსიპ -
წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების
სახელმწიფო შესყიდვა.
- მთავრობა 3491 -
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის
დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
ხელმოსაწერი:
- 3630 - ცვლილება შედის იზოლაციისა
და კარანტინის წესებში (322 დადგ.) ცვლილების მიხედვით, ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაზუსტდება საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოყვანასთან დაკავშირებული პროცედურები, სავალდებულო კარანტინის 12 დღიანი ვადა შემცირდება 8 დღემდე, ხოლო გარკვეული
კატეგორიის უცხოელი სტუდენტები არ დაექვემდებარებიან აღნიშნულ სავალდებულო კარანტინში განთავსებას.
კანონპროექტი:
- განათლება 3527
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონპროექტი
არსი:
კანონპროექტის
შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებას მიანიჭებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
პატივისცემით,
ნათია