მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა 50062 -
უძრავი
ქონება
პირდაპირი
მიყიდვის
ფორმით,
სიმბოლურ
ფასად
-
1
ლარად
საკუთრებაში გადაეცემათ პროექტში მითითებულ
ფიზიკურ პირებს
(დევნილებს).
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.
- ეკონომიკა 50574 -
მთავრობასთან თანხმდება,
„საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest AS“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამავე მხარეებს შორის დასადები შეთანხმება, რომლის საფუძველზეც,
„სხალთა“ ჰესის მშენებლობის დასრულების ვადა გაგრძელდება 10 თვით და თარიღი
განისაზღვრება 2021 წლის 9 მარტით (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 2020 წლის 9 მაისის ნაცვლად), ხოლო ჰესის ექსპლოატაციაში მიღების/ოპერირების დაწყების ვადა გაგრძელდება 9 თვით და თარიღი განისაზღვრება 2021 წლის 21 აპრილით (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული
2020 წლის 9 ივლისის) ნაცვლად.
- ეკონომიკა 50573 -
შპს
„აჭარისწყალი
ჯორჯიას“
პირდაპირი
მიყიდვის
ფორმით,
3724 ლარად,
საკუთრებაში
გადაეცემა
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთები, რაც ხელს შეუწყობს
მდინარე
აჭარისწყალზე,
შუახევის
ჰიდროელექტროსადგურის
კასკადის
მშენებლობასა
და
ექსპლუატაციაში
მიღებას.
- ეკონომიკა
50572 - სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს
დაცვის მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა
50494 - სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური განახორციელებს
რადიოგადაცემის საერთო ბადეში განთავსების მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო
50488 - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლება მიეცემა რომ 2021 წლის 1 ნოემბრამდე გადაუვადოს შპს „საბადური
ვილჯეს“ ვალდებულებების შესრულების ვადა, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას თავისი ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა.
- გარემო 50484 -
ცვლილება შედის
აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, მიზნობრიობებად განისაზღვრა სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის, ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან/და არსებული სასათბურე
მეურნეობის გაფართოება/მოდერნიზება, განცხადებების მიღება დასრულებულია, ბენეფიციარებთან გაფორმებულია შესაბამის თანადაფინანსების ხელშეკრულებები, შესაბამისად
დაკორექტირდება პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა.
- რეგიონული
50477 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი განახორციელებს
შეხვეტილას ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და სოფელ კოდის წყაროში მისასვლელ გზაზე არსებული, 2020 წლის ივნისი - ივლისის თვეებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების სარეაბილიტაციო
სამუშაოების დაფინანსებას.
- გარემო
50468 - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამის განხორციელებისათვის მიიმართება 28 000 000 ლარი.
- ეკონომიკა
50460 - ცვლილება შედის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების
წესებში, პროექტი, ითვალისწინებს ორგანიზატორის
-
შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“-ს
მოთხოვნითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თიზის ტერიტორიის შემცირებას.
- განათლება 50584
-
სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების
სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა 50449 -
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)
განახორციელებს შესყიდვის ობიექტების
სახელმწიფო შესყიდვას.
- იუსტიცია 50444 -
იუსტიციის სამინისტრო
განახორციელებს
შესყიდვის ობიექტების
სახელმწიფო შესყიდვას.
- იუსტიცია 50441 -
სპეციალური პენიტენციური სამსახური
განახორციელებს შესყიდვის ობიექტების
სახელმწიფო შესყიდვას.
- ეკონომიკა
50408 - შპს „ჯ.კ. კაპიტალს“
2017 წელს საკუთრებაში
გადაეცა
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში მდებარე
229492
კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების
მიწის ნაკვეთი.
საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა
161 000 ლარის ოდენობით, კომპანიამ იკისრა სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ მიზნით 184000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტის მიხედვით
მუხლი 3.1.3
განსაზღვრული სახელშეკრულებო პირობები (ხელშეკრულების
გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში (არაუგვიანეს 31.08.2018 წლისა) და შემდგომ, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით,ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენა) განსაზღვრული იქნება არასაპრივატიზებო სახელშეკრულებო პირობად. - განათლება 50585 -
შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
- რეგიონული
50400 - მთავრობასთან თანხმდება,
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და China Nuclear Industry 23 Construction Co., Ltd-ს შორის 2019 წლის 4 იანვარს გაფორმებული №UWSCG-ICB-GUD-02-2018
ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: გუდაურში წყალარინების შემკრები სისტემისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა) №1 ცვლილება
ხელშეკრულების დასრულების ვადად განისაზღვრება 759 დღე.
- ფინანსები
50379 - საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს სავიზიტო ბარათების სახელმწიფო შესყიდვას.
- ეკონომიკა
50588 - შპს „ბლექ სი რივიერას“,
მყიდველს 2 266 500 ლარად (გადახდილია) 2016 წელს
საკუთრებაში
გადაეცა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ
განმუხურში მდებარე 33951.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
კომპანიამ
იკისრა
რიგი
ვალდებულებები, არაუგვიანეს
ხელშეკრულების დადებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, აღჭურვა,
ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება ამ
მიზნით, არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას 2 წლით (2023 წლის 25 აპრილის ჩათვლით). - ეკონომიკა 50587 -
შპს „ამერი დეველოპმენტს“ 2018 წელს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, მყიდველს
3 800 000 ლარად (გადახდილია)
საკუთრებაში
გადაეცა: ქალაქ თბილისში, ოთარ ჭილაძის ქ.
(ყოფილი ამბროლაურის ქუჩა) №9-ში მდებარე 3668.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
კომპანიამ
იკისრა
რიგი
ვალდებულებები,
მათ
შორის
ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში (13.09.2021 წელი) ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 80 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა
და ფუნქციონირების დაწყება ამ მიზნით, არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტის
მიხედვით საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 3 იანვარი. - ეკონომიკა 50586 -
შპს „გლას
სერვისს“
2019 წელს,
მყიდველს 1
ლარად (გადახდილია),
საკუთრებაში
გადაეცა ქალაქ თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა №12-ში მდებარე 3507.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე
განთავსებული შენობა-ნაგებობები.
კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის:
ქონებაზე
მინის ან მინის ნაწარმის მწარმოებელი
საწარმოს შექმნა
და წარმოების დაწყება,
ამ
მიზნით,
1 845 228 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტის
მიხედვით საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 28 დეკემბერი.
პატივისცემით,
ნათია