From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_03.12.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 03.12.2020 06:14

            მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 50355 - ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას (საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის სათავგადასავლო ტურიზმის გამყოლებისა და სამთო სპორტების მასწავლებლების მომზადება, ასევე, მასთან  დაკავშირებული სხვა მაღალი რისკის მქონე აქტივობების სწავლება, როგორიცაა ინდუსტრიული სამუშაოები, საზვავე უსფრთხოება და სხვა) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში მდებარე 228 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა №1-ზე - საერთო ფართით 107.26 კვ.მ. გაუგრძელდება უზუფრუქტის უფლება 2 წლის ვადით (2024 წლის 6 სექტემბრამდე), ასევე უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 6 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში მდებარე 231 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1- საერთო ფართით 323.70 კვ.. უზუფრუქტის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან უზუფრუქტის უფლების მოქმედების განმავლობაში პროფესიული საგანმანათლებლო პროფილით გამოყენების პირობით.          
  2. განათლება 50352 - ცვლილება შედის ზოგადი განათლების დასა­ფი­ნა­­ნ­სე­ბ­ლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მი­­სი შე­სა­ბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით გაიზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება.
  3. გარემო 50316 - ცვლილება შედის „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“, რომლის მიხედვით, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს ევალება ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია,  რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო  შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს  შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით, შესყიდული აქვს არანაკლებ 90 ტონა ფქვილი ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბალი.
  4. ეკონომიკა 50304 - შპს  „საკალმახე მეურნეობა ალგეთი 2000-ს“ საკუთრებაში გადაეცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისში მდებარე 2871.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (აუზი) და N3 (აუზი)  შენობა-ნაგებობები  პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 29 000 ლარად  რაც,  სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნას და ამ მიზნით, არანაკლებ 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას.
  5. მერია 50293 - სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცემა უფლება „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისთვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 214125.00 ლარის ფარგლებში.
  6. საგარეო 50289 - საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტრო განახორციელებს ერთი ერთეული “Wildcard” ტიპის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოებისა და ორი ერთეული მულტიდომენური კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სერტიფიკატების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. ეკონომიკა 50241 - შპს „საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრი“  არაუგვიანეს 2025 წლის 26 ივლისისა, მისთვის გადაცემულ  ქონებაზე ან/და მის ნაწილზე უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების აშენებას, აღჭურვასა და ფუნქციონირების დაწყებას; ამ მიზნით, არანაკლებ 14 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  8. ფინანსები 50201 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოსთვის, სს „საქართველოს ბანკისთვის“ და სს „თი-ბი-სი ბანკისთვის“ გამოყოფილი სესხების მოცულობის ზრდის შესახებ.
  9. ფინანსები 50199 -  ფინანსთა  სამინისტრო  განახორციელებს სარეგისტრაციო ჟურნალების, ფორმების და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთების სახელმწიფო შესყიდვას.
  10. მთავრობა 50173 - ცვლილება შედის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში, რომლის მიხედვით სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების მოადგილეები ჩანაცვლდებიან უწყების პირველი პირებით.

    შესაბამისად პროექტის მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში, წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
  11. ეკონომიკა 50134 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებული 14123 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 780 კვ.მ. და 325 კვ.მ.  ფართობები, შემდგომში პარკის რებილიტაციის მიზნი.



    ხელმოსაწერი:
  1. 50310 - საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება წინადადება, 2021 წლის 1 მარტიდან, გიგი გიგიაძის დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

პატივისცემით,  

ნათია