From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_03.02.21
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 03.02.2021 09:38

           მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 3307 - მტკიცდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესი და მომსახურების საფასურ.
  2. გარემო 3263 - მტკიცდება „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესი“.
  3. ფინანსები 3248 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობისა და კონკურენციის გასაზრდელად საჭირო  ეკონომიკური კორიდორის განვითარების მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების თაობაზე. TA ითვალისწინებს ცოდნის გაზიარებას საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობისა და კონკურენციის გასაზრდელად საჭირო ეკონომიკური კორიდორის განვითარებისთვის. დაფინანსების ოდენობა არ აღემატება 700,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს, რომელიც წარმოდგენილია გრანტის სახით და ფინანსდება ADB-ის რეგიონული თანამშრომლობის და ინტეგრაციის ფონდიდან.

     

     

    ხელმოსაწერი:

     
  1. 3288 - „საგანგებო მდგომარეობის გამო იჯარით გადაცემულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით სარგებლობაში გადაცემის პირობების შესრულების შეუძლებლობისას შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის განკარგულების პროექტი (სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით სარგებლობაში გადაცემის პირობების შესრულების შეუძლებლობისთვის შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის დარჩენილი საიჯარო ქირის გადახდისგან გათავისუფლება)
  2. 3306 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურითვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  3. 3302 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურითვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  4. 3300 - სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  5. 3298 - აქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისათვი დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  6. 3296 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცეას.
  7. 3268 - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საქართველოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვი დაშვებულ იქნა გამონაკლისი და განისაზღვრება დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა.
  8. 3267 - მთავრობასთან თანხმდება, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი. 
  9. 3265 - ლ. დავითაშვილის ენიჭება საპროექტო შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
  10. 3264 - ცვლილება შევა  საქართველოს მთავრობას, შპს „ალტერ ენერჯისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2018 წლის 10 მაისს „გოგინაური ჰესის“ თაობაზე დადებულ  ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომლის საფუძველზეც, კომპანია უფლებამოსილი იქნება, მთავრობის სასარგებლოდ წარადგინოს შემცირებული სამშენებლო გარანტია 472 000  აშშ დოლარის ოდენობით.

 

პატივისცემით,  

ნათია