მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მთავრობა 49450 -
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი
განახორციელებს
გაზეთების, სამეცნიერო ჟურნალების, პერიოდიკასა და ჟურნალების და
სატელევიზიო და რადიომომსახურებების სახელმწიფო
შესყიდვას.
- მთავრობა 49443 - ცვლილება შედის
სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებაში,
რომლის მიხედვით ბიუროს ექნება შესაძლებლობა, სასამართლო-საექსპერტო მომსახურების მიზნით გამოითხოვოს და დაამუშაოს სსიპ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები, ასევე შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან ინფორმაცია იმ პირთა
მონაცემების შესახებ, რომლებიც გამოვლენილნი არიან შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტზე.
- ეკონომიკა 49402 -
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა
მოიპოვოს 16800 მ³ სასარგებლო წიაღისეული ადგილობრივი
მნიშვნელობის
გზების
რეაბილიტაციის
მიზნით.
- რეგიონული 49461 -
ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის არაუმეტეს
2 800 000 ლარის გამოყოფა.
- ეკონომიკა 49379 - ცვლილება შედის
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში
(164 განკ.), რომლის მიხედვით,
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საშუალებას მისცემს ჩარტერების შესახებ ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დადარება მოახდინოს, შემოწმება განახორციელოს გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის (წარდგენილ
უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას), შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლების ან/და ამავე პრინციპით მიწოდებული გაყიდული ბილეთების ინვოისის ურთიერთდადარების
საფუძველზე.
- ეკონომიკა 49366 -
ლენტეხის მუნიციპალიტეტს
გადაეცემა
მოთხოვნილი უძრავი ქონება, რომელიც
გამოყენებული იქნება
ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული
საქმიანობის განსახორციელებლად.
- ეკონომიკა 49363 -
სენაკის მუნიციპალიტეტის
მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი
ქონება, რომელიც წარმოადგენს (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზას.
- ეკონომიკა
49359 - სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
,,CALIK ENERJI A. S.“-თან ,,მესამე თბოსადგურის“ მშენებლობის მიზნით გამარტივებული შესყიდვით
გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ,,CALIK ENERJI A. S.“
,,მესამე თბოსადგურის“ მშენებლობას დაასრულებს არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
- თავდაცვა 49345 - მთავრობასთან თანხმდება,
„GG-B-UDR
ამერიკის
შეერთებული
შტატების
მთავრობის
მიერ
საქართველოს
მთავრობისათვის
გამოყოფილი
გრანტის
ხელშეკრულება“.
გრანტის
ხელშეკრულების
ღირებულებაა 7 628 143
აშშ
დოლარი.
თანხები
მოხმარდება
ამერიკის
შეერთებული
შტატების
მხარის
მიერ
ერთიანი
მართვისა
და
კონტროლის
სისტემის
პროგრამული
უზრუნველყოფის („C4I
Command and Control“)
შეძენას,
საქართველოში
ტრანსპორტირებას
და
მასთან
დაკავშირებული
მომსახურების
გაწევას. - ეკონომიკა 49323 -
სენაკის მუნიციპალიტეტის
მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი
ქონება, რომელიც წარმოადგენს
პარკს.
- მთავრობა 49307 -
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს
შესყიდვის ობიექტების
სახელმწიფო შესყიდვებს.
პატივისცემით,
ნათია