მოგესალმებით ,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- შსს 46992
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის საჭირო
დამატებითი აპარატურისა
და თანმდევი
სახარჯი მასალების სახელმწიფო შესყიდვა, რაც შესაძლებელს გახდის სამინისტროს საექპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიაში დღეში 1000
„ახალი კორონავირუსის PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას.
- შსს 46946 -
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მის ბალანსზე რიცხული შვეულმფრენების ძრავების
საწვავის მაღალი წნევის მარეგულირებელი ტუმბოების
კაპიტალური სარემონტო სამუშაოების და მათი ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- შსს 46941 -
საქართველოს შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტო და სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- შსს 46940 -
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, განახორციელებს სამედიცინო მოწყობილობების
სახელმწიფო
შესყიდვას.
- შსს 46939 - შს
სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის
პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- შსს 46938 -
პროექტის მიხედვით,
ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის
ქუჩა №38-ში მდებარე სამინისტროს ტერიტორიაზე 300 კვ.ტ. სიმძლავრის მზის ელემენტების მოსაწყობად, ლითონის კონსტრუქციების მოწყობის სამშენებლო და სატრანსფორმატორო შენობაზე მზის ელემენტების მართვის აპარატურისთვის მიშენების სამუშაოების შესასრულებელი
სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე.
- შსს 46937 -
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამარტივებული
შესყიდვის
საშუალებით
განახორციელებს მეხანძრე-მაშველის ზამთრის
ფორმების (დათბილული ქურთუკი და დათბილული შარვალი) შესყიდვას.
- ეკონომიკა 46885 -
სს „საპარტნიორო ფონდი“ თხევადი ჟანგბადის ავზის
სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- ეკონომიკა 46825 -
ძალადაკარგულად ცხადდება „Caucasus Clean Energy I L.P.-ისთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის #1717
განკარგულება.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აღარ შეიძენს სს „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილ წილს
CCEF-ში და საპარტნიორო ფონდი დარჩება
CCEF-ის პარტნიორი.
პატივისცემით,
ნათია