From : Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>
Subject : ელ. მთავრობის საკითხები_04.01.20
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Received On : 04.01.2021 12:26

           მოგესალმებით ყველას, მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარით! 

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. თავდაცვა 57464 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცემა  თანხმობა, სხვადასხვა მომსახურების ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
  2. განათლება 57426 - პროექტის მიხედვით, გონივრული და წინასწარ შეთანხმებული ვადით გადაიწევა შპს „სპორტმშენსერვისსა“და შპს „საბა კონსტრაქშენს“ შორის 2020 წლის 29 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა.
  3. მთავრობა 57389 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი და დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა განისაზღვრა არა უმეტეს 170 ერთეულით.
  4. ფინანსები 57383 - ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა არა უმეტეს 210 000 000 ლარი.
  5. გარემო 57349 - სსზოტი ჰიდროს“ სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბრამდე და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს ,,ზოტი1" და "ზოტი 2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
  6. განათლება 57331 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების  ფარგლებში  სახელმწიფო შესყიდვა.
  7. რეგიონული 57264 - 2021-2022 წლებში განხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გათვალისწინებული პროექტები, რის შედეგადაც, გაუმჯობესდება შესაბამისი მონაკვეთების საექსპლუატაციო მაჩვენებლები, უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის და შესაბამისად, მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილება, ასევე შემცირდება გადაადგილების დრო.
  8. რეგიონული 57259 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) და უცხოური საწარმოს ფილიალს „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ შორის 2018 წლის 5 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში („ზოგიერთი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“) შესატანი №1 ცვლილების ხელშეკრულება.
  9.  გარემო 57102 - ცვლილება შედის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადებსა და საფასურში, იცვლება ზოგიერთი მომსახურების გაწევის საფასურები და ემატება ახალი მომსახურებები.
  10. ფინანსები 57048 – სსიპ - შემოსავლების სამსახურს მიეცემა თანხმობა,  განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
  11. განათლება 57036 - სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვა­ტო­რიას მიეცემა თანხმობა,  განახორციელოს ავეჯის  სახელმწიფო შესყიდვა.

     

 

პატივისცემით,  

ნათია