From : Europe Foundation <nsutidze@epfound.ge>
To : Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : ევროპის ფონდის საინფორმაციო ბიულეტინი
Received On : 29.12.2020 09:38

ევროპის ფონდის საინფორმაციო ბიულეტინი
აქტიური მოქალაქე აძლიერებს საზოგადოებას 
ევროპის ფონდის საინფორმაციო ბიულეტენი 
 
2020 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო მთელი მსოფლიოსათვის. კორონავირუსის პანდემიამ თითოეული ადამიანის ცხოვრების ჩვეული რიტმი შეცვალა და არაერთი სირთულე წარმოშვა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენებზე.  ამისდა მიუხედავად,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობდნენ საქმიანობას, თავიანთი ბენეფიციარებისა თუ ზოგადად, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად, ევროპის ფონდი კი, კვლავაც უწყვეტად აგრძელებდა მათი ძალისხმევის მხარდაჭერას.  2020  წლის შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი ასახავს იმ ძირითად ღონისძიებებს, რაც ფონდმა მიმდინარე წელს განახორციელა და აგრეთვე,  ფონდის გრანტის მიმღებების, ბენეფიციარებისა და პარტნიორების ისტორიებს.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს სამოქალაქო სექტორი პოსტპანდემიურ გამოწვევებთან გამკლავებას წარმატებით შეძლებს და კვლავაც აქტიურად განვაგრძობთ სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევით  მუშაობას.

ევროპის ფონდის გუნდი

  *თუკი არ გსურთ ჩვენი ბიულეტენების შემდგომში მიღება, მონიშნეთ "unsubscribe from this list" და  წერილები აღარ გამოგეგზავნებათ. 
პროგრამული სიახლეები
თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის 
 
საჯარო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინფორმირებული ჩართულობა საჭიროებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვას.  პანდემიის მიუხედავად, ევროპის ფონდი მიმდინარე წელსაც განაგრძობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ტრენინგების ორგანიზებას.
 
5-8 აგვისტოს 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი ბაკურიანში, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტის ძირითადი ცნებები, სამოქალაქო საბიუჯეტო ზედამხედველობა, შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტირება და საბიუჯეტო ადვოკატირება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე; ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. ტრენინგს უძღვებოდა PMCG-ის ექსტპერტი საჯარო ფინანსების მართვის კუთხით,  მიხეილ კუკავა.
 
16-18 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართა ტრენინგების მომდევნო სერია, რომელიც დაეთმო სოციალური სერვისების დაგეგმვის პროცესს, სოციალური საჭიროებების შეფასებას, სოციალური სერვისის დაფინანსების პრინციპებსა და  ღირებულების გამოთვლას; აგრეთვე, ადვოკატირების ინიციატივების სხვადასხვა ტაქტიკის მიმოხილვას. ტრენინგს უძღვებოდა FONSS (არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაცია) რუმინეთის ხელმძღვანელი, დიანა კირიაჩესკუ.  ტრენინგში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 24 წარმომადგენელი მონაწილეობდა. აღნიშნულ ტრენინგებს ფონდი  მომავალ წელსაც შესთავაზებს დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
 
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შედეგად, ფონდმა ოთხ ორგანიზაციას გაუწია საგრანტო მხარდაჭერა 2020 წელს.
საგამოძიებო ჟურნალისტიკა ცვლილებებისათვის
 
2020 წლის ივნისში ევროპის ფონდმა ახალი პროგრამის  -  საგამოძიებო ჟურნალისტიკა ცვლილებებისათვის განხორციელება დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს გამომძიებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას, ქვეყანაში ცუდი მმართველობის შემთხვევების გამოვლენისა და მოქალაქეების ინფორმირებისათვის, ქვეყანაში რეალური ცვლილების ხელშესაწყობად. პროგრამა კომპლექსურ მიდგომას იყენებს და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, კერძოდ: (1) გამომძიებელი ჟურნალისტების იურიდიული მხარდაჭერა; (2) მედიის თავისუფლების და მასზე ფორმალური თუ არაფორმალური გავლენების კვლევა; (3) საგამოძიებო ჟურნალისტების პროფესიული უნარების განვითარება საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად; (4) გამომძიებელი ჟურნალისტების ფინანსური მხარდაჭერა საგრანტო მექანიზმის გზით.

პროგრამის ფარგლებში, ივლისი-აგვისტოს თვეში ჟურნალისტებისათვის ტრენინგი გაიმართა, რომელიც 8 სესიას მოიცავდა.  ტრენინგები შეეხებოდა წყაროების მოძიებისა და  ინტერვიუების ჩატარების ეფექტურ ტექნიკას, რჩევებს, ამბის სიზუსტის უზრუნველყოფისა და მისი საუკეთესო გზით წარმოდგენისათვის. ტრენინგებს უძღვებოდნენ არაერთი ჯილდოს მფლობელი  გამომძიებელი  ჟურნალისტები და საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოს Investigative Reporter's Handbook: A Guide to Documents, Databases, and Techniques Fifth Edition  ავტორები ბრანტ ჰიუსტონი და მარკ ჰორვიტი. ივლისშივე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის,  მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტური გამოძიებისა და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვისთვის. საგრანტო კონკურსის შედეგად, სამმა მედიასაშუალებამ მიიღო დაფინანსება ფონდისგან.

 
ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა
 
პანდემიამ ახალგაზრდებიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა მათ ვირტუალურ ფორმატში მუშაობას წარმატებით გაართვეს თავი.  USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება მშვიდობისათვის“, ფარგლებში ჩატარდა კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამი ტრენინგი 30 ახალგაზრდისთვის (20 საქართველოდან, მათ შორის აფხაზეთიდან; 10 ბოსნია და ჰერცეგოვინადან), რომელმაც ახალგაზრდები გადაამზადა ლიდერობის ვირტუალური კონფერენციისთვის (ისევ 30 მონაწილე). კონფერენციის დროს შემუშავდა 5 თემთაშორისი ინიციატივა, საიდანაც ევროპის ფონდმა 2 დააფინანსა. აღნიშნული ინიციატივები ხორციელდება ახმეტაში, გორში, გუდაუთასა და სოხუმში.

ამავდროულად, ევროპის ფონდმა 18 მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული იდეის კომიტეტებისთვის (Youth Bank) 97 ახალი წევრი შეარჩია, რომლებმაც გაიარეს ვირტუალური ტრენინგები გრანტების მართვისა და ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგიის შესახებ. იმისთვის, რომ ახალი წევრები შეუფრხებლად ჩართულიყვნენ ტრენინგის მსვლელობაში ევროპის ფონდმა თითოეულ მონაწილეს გადასცა პლანშეტები, რომლებსაც ისინი საგრანტო ციკლის მიმდინარეობისას აქტიურად გამოიყენებენ.
 
წლის ბოლოს ფონდმა თემში ლიდერობის ვორქშოფი ჩაატარა, რომელსაც 60-მდე მონაწილე ესწრებოდა 18 მუნიციპალიტეტიდან.  აღნიშნული ვორქშოფი  ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს სამომავლოდ დამოუკიდებელი ინიციატივების ორგანიზებაში და თემისთვის სასიკეთო პროექტების იდეების ჩამოყალიბებაში. მიმდინარე წლის განმავლობაში ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრი ახალგაზრდები ახორციელებდნენ 2019 წლის ბოლოს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელთა ფარგლებშიც 1,518 მოხალისის მობილიზება მოხდა და დამატებით სარგებელი 4,621 ახალგაზრდამ მიიღო. 2020 წელს დამატებით დაფინანსდა კიდევ 32 მიკრო-პროექტი.

 
 სოციალური მეწარმეობის პროგრამა

ევროპის ფონდი მხარს უჭერს როგორც სოციალური საწარმოების განვითარებას, ისე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ინკლუზიური პოლიტიკური და ეკონომიკური მმართველობის ხელშეწყობის მიზნით. ეს სფეროები თავიანთი არსით ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. 2019 წელს ევროპის ფონდმა განახორციელა საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის გენდერული შეფასება. აღნიშნულის ლოგიკური გაგრძელება გახლდათ ქალ მეწარმეებზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის კვლევა და კვლევის ანგარიშის მომზადება. კვლევა ფონდის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში. კვლევის შედეგად მომზადებული ანგარიში აფასებს კოვიდ-19 პანდემიის ზეგავლენას ქალების მიერ დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტებზე და ასევე, გამოკვეთს იმ ძირითადი ბარიერებს, რომლებსაც ქალი მეწარმეები კორონავირუსის პანდემიამდე აწყდებოდნენ საქართველოში როგორც ბიზნესსაქმიანობის, ასევე,  საზოგადოებაში მათი მდგომარეობის კუთხით. კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია 15 დეკემბერს გაიმართა.  იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია.

2020 წლის დასაწყისში სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რის შედეგადაც დაფინანსება მიიღო ერთმა სოციალურმა საწარმომ, თავისი საქმიანობის შემდგომი განვითარებისათვის. ნოემბერში გამოცხადდა მომდევნო საგრანტო კონკურსი არსებული სოციალური საწარმოს განვითარებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის. კონკურსის გამარჯვებული 2021 წლის იანვარში გამოვლინდება.
 
ღია კარის საგრანტო პროგრამა
 
ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ევროპის ფონდი მთელი წლის განმავლობაში აგრძელებდა დაინტერესებული ორგანიზაციებისგან განაცხადების მიღებას. ფონდმა გამოთქვა მზაობა პანდემიის შედეგად წარმოქმნილ კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებაზე მიმართული განაცხადების დასაფინანსებლად. ამ კუთხით, სამმა ორგანიზაციამ მიიღო ფინანსური მხარდაჭერა. ფონდი  მზადაა საკუთარი მანდატის გათვალისწინებით კვლავაც დააფინანსოს განაცხადები, რომლებიც Covid-19-ის გამო წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევაზე იქნება მიმართული.

ამასთანავე, ფონდმა დაინახა გარემოს დაცვის მიმართულებით მოქალაქეთა მობილიზაციის და ჩართულობის გაზრდის საჭიროება. ამ მიზნით, ღია კარის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში თემის მონაწილეობის უზრუნველყოფასა და გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო პოლიტიკის მონიტორინგსა და ადვოკატირებაზე მიმართული განაცხადების მიღება გამოცხადდა. 
საგრანტო კონკურსის შედეგად, სამმა ორგანიზაციამ მიიღო დაფინანსება. ჯამში, 2020  წელს ღია კარის ფარგლებში 11-მა ორგანიზაციამ მოიპოვა გრანტი ევროპის ფონდისგან.
2020 წელს დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი
ბენეფიციართა ისტორიები 
მოზაიკას რჩეული ამბები
უფრო შეზღუდული შესაძლებლობები- COVID-19-ის ფარული ეფექტი
სამოქალაქო აქტიურობა დისტანციურად
სოციალური საწარმოები პანდემიით გამოწვეული კრიზისის წინაშე
დასახლების საერთო კრება - მოჩვენებითი დემოკრატია ადგილობრივ მმართველობაში
მოხალისეობა პანდემიაში
Facebook
Website
Copyright © 2017, Europe Foundation,  All rights reserved.

Our mailing address is:
info@epfound.ge

Want to change how you receive these emails?
You can update your preferences or unsubscribe from this list.






This email was sent to tbarkalaia@moh.gov.ge
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
nonprofit · 3 Kavsadze Street, 2nd Floor · Tbilisi 0179 · Georgia

Email Marketing Powered by Mailchimp