| From : | Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge> |
| Subject : | დამატებული ხელმოსაწერი საკითხეები |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.12.2020 13:22 |
დამატებით გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
ხელმოსაწერი:
1. 55636 - საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები: ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
2. 55635 - ,,ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის N80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
3. 55633 - „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი
4. 55631 - „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი
5. 55630 - „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე '' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი
6. 55629 - „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი
7. 55670 -„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი
8. 55781 - „შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის N2363 განკარგულებაში საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (კლინიკის მიერ რეაბილიტაციისთვის მომსახურების/საქონლის შესყიდვა განხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და გამარტივებული შესყიდვით)
9. 55786 - „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. 54393 - პროექტის მიხედვით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისგან 2022 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
11. 55778 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - „შემოქმედებით საქართველოსა“ და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას შორის „შემოქმედებითი გარდასახვა - შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, კვლევის, ცნობადობის გაზრდისა და სტრატეგიის შემუშავების გზით” აქტივობისთვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
12. 55798 - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან 2021 წლის პირველ ივლისამდე გათავისუფლდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი.
13. 55777 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმებული სასესხო შეთანხმების - „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ ფარგლებში არსებული სესხის რესტრუქტურიზაციისა და პროექტის დახურვის არსებული ვადის 2023 წლის 30 ივნისამდე გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განხორციელების თხოვნით.
14. 55773 - თელავის მუნიციპალიტეტი, 2020 წლის ივლისში თელავის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული 30 ერთეული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას 647 906 ლარის ფარგლებში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
15. 55771 - საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისათვის შესყიდული ავტობუსების მიღების მიზნით, მიეცემა თანხმობა ზოგიერთ მუნიციპალიტეტს, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღონ სესხი.
16. 55768 - მიეცემა თანხმობა დუშეთის მუნიციპალიტეტს, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, მიიღოს გრანტი უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში არაუმეტეს 99 390 ევროს ოდენობით, ნატურალური ფორმით.
17. 55765 - მტკიცდება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
18. 55762 - ცვლილება შედის სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათი განაკვეთებში, რომლის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში უქმე დღეებად არ ჩაითვლება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები და შესაბამისად, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ რიგი მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფების გაორმაგებისა და მომსახურების გაწევის შეზღუდვის მიზნებისათვის უქმე დღეებად (არასამუშაო დროდ) არ განიხილება, რაც გამორიცხავს საფასურის ოდენობის გაზრდას ამ მიზეზით. ასევე, ასახული იქნება 2021 წლის 1 იანვრიდან დღგ-სთან დაკავშირებით ასამოქმედებელი ცვლილებები.
19. 55759 - მტკიცდება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.
20. 55756 - „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების შედეგად, დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“.
21. 55753 - „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების შედეგად, დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
22. 55751 - „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან.
23. 55749 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებით, დადგენილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან.
24. 55747 - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ცვლილება შედის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებაში.
25. 55746 - ცვლილება შედის „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში, რომლის თანახმად, დადგენილების სამართლებრივი საფუძველი შესაბამისობაში მოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსთან (ტქნიკური ცვლილება).
26. 55744 - ძალადაკარგულად ცხადდება „იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N401 დადგენილება.
27. 55743 - ცვლილება შედის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში, რომლის თანახმად, დადგენილების სამართლებრივი საფუძველი შესაბამისობაში მოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსთან (ტქნიკური ცვლილება).
28. 55742 - ძალადაკარგულად ცხადდება „ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის N290 დადგენილება.
29. 55704 - 2020 წელს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო-აღდგენითი და მასთან დაკავშირებული საპროექტო-საზედამხედველო ღონისძიებების განხორციელებისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფა არაუმეტეს 24 400 000 ლარისა.
30. 55700 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიეცემა თანხმობა, დაადგინოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ცალკეული პირების თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების საგამონაკლისო წესი.
31. 55694 - გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს განკარგულების პროექტის დანართით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
32. 55685 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2021 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
33. 55679 - მუნიციპალიტეტებს მიეცემათ უფლება, უზრუნველყონ 200 000 ლარის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
34. 55674 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის იმ ოჯახების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი გაზის აბონენტებად, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც უკვე არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი გაზის აბონენტებად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ფაქტიურად გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ შესაბამისი ოდენობის დეპოზიტის უზრუნველყოფის გზით.
35. 55672 - შპს „ფუდ გალერი“ გათავისუფლდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ფუდ გალერის“ შორის 2019 წლის 20 მაისს გაფორმებული „საიჯარო ხელშეკრულება 12“-ის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელი 2020 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების საიჯარო ქირისა და აღნიშნული საიჯარო ქირის დროულად გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან, რაც ჯამში შეადგენს 4 852.18 ლარს.
36. 55785 - სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
37. 55642 - პროექტის მიხედვით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 1 მაისამდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შემავალი დასახლებებისათვის აღნიშნული ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 ივნისამდე პერიოდით.
38. 55641 - პროექტის მიხედვით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 1 მაისამდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შემავალი დასახლებებისათვის აღნიშნული ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 ივნისამდე პერიოდით.
39. 55586 - პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 1)“ სასესხო შეთანხმებაზე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
პატივისცემით,
ნათია