| From : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | გადაბარება-შრომითი მიგრაცია-ბოლო მნიშვნელოვანი მასალები |
| Cc : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge> |
| Received On : | 08.08.2020 11:50 |
| Attachments : |
თამ,
როგორც შევთანხმდით, გიგზავნი ამ დროისთვის საბოლოო, მთავარ დოკუმენტებს შესაბამისი ქვეყნების მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის საქმის კურსში ისედაც იყავი და ხარ, ჩვენი სამმართველოებიც (გიორგი ბუნტური, ლიკა კლიმიაშვილი) და სააგენტო (ნინო ველთაური) ყველგან ჩართული მყავდა, ორშაბათს მე და შენ შეხვედრაც და შემდგომი კომუნიკაციაც გვექნება - მაინც მოგწერ აქვე რამდენიმე ძირითად პასაჟს:
- ისრაელი - ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმზე. მზად არის 11 აგვისტოს მოლაპარაკებებისთვის შენს მიერ გასაჟღერებელი ქართული მხარის პოზიცია (მოცემულია თანდართულ დოკუმენტში); ეს არის ისრაელის მხარის მიერ მოწოდებული კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელშიც კომენტარების სახით, ჩვენი საკმაოდ ბევრი შეკითხვა და მოსაზრებაა ასახული, რაზეც ისრაელის მხრიდან უნდა მივიღოთ განმარტებები და ყოვლისმომცველი დამატებითი ინფორმაცია. ეს ჩვენი მოსაზრებები მათ კონცეპტუალურ დოკუმენტზე გადაგზავნილია ისრაელის მხარესთან დაახლოებით ორი კვირის წინ (დაუყოვნებლივ მოვუმზადეთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენი მხრიდან დრო არ გაგვეცდინა, თუმცა ისინი ამ ტემპით არ გვიგზავნიან ჯერ-ჯერობით შეპირებულ დოკუმენტებს - ისე კი ძალიან გვაჩქარებენ თვითონJ ისრაელის ელჩი რან გიდორი ძალიან მხარდამჭერი და ეფექტურია ამ თანამშრომლობის პროცესში!) 11 აგვისტოს შეხვედრაზე სავარაუდოდ ვერ მოახერხებენ ყველა ჩვენს შეკითხვაზე რომ გვიპასუხონ, თან არაერთ ასპექტზე ჩვენ გვჭირდება მათი მხრიდან წერილობითი პასუხები ზეპირ განმარტებებზე დამატებით.
მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ შემდეგი: ისრაელთან ორმხრივ საერთაშორისო შეთანხმების ტექსტზე შეიძლება ჩაითვალოს რომ არსობრივი მოლაპარაკებები დასრულებულია და საჭიროა პროცესის პროცედურული დასრულება შეთანხმების ხელმოსაწერად გამზადების მიზნით. აქაც ბურთი ისრაელის მხარესაა - ველოდებით ტექსტის საბოლოო ვერსიას მათგან, რის შემდეგაც უნდა გატარდეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები (სიტყვიერად ვიცით, რომ ყველა ჩვენი შენიშვნა გაითვალისწინეს და წესით აღარაფერი უნდა იყოს შინაარსობრივად შესათანახმებელი).
როგორც გავიგე ისრაელის ელჩისგან - შესაძლოა სექტემბრის შუარიცხვებში ჩაინიშნოსო დავით ზალკალიანის ვიზიტი ისრაელში და ენდომებათ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში მოეწეროს ხელი შეთანხმებას. დამპირდნენ რომ ტექსტს უახლოეს დღეებში მივიღებთ! საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერას გეგმავენ თბილისში ისრაელის ელჩის და ჩვენი მინისტრის მოადგილის დონეზე.
- ბულგარეთი - როგორც იცი ახლა მოლაპარაკებები გვაქვს შეთანხმების თანმხლებ დოკუმენტზე - საიმპლემენტაციო პროცედურებზე. პირველი შეხედვით მათი პროექტი კარგი და გასაგები ჩანდა; ამდენად, მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა გვქონდა დასაზუსტებელი რომ ტექსტი ამის მიხედვით მოგვერგო. მაგრამ საპასუხოდ (პასუხი პანდემია/ლოქდაუნების მიზეზით საკმაოდ დაგვიანებით გამოგვიგზავნეს) მიღებული განმარტებები და ტექსტში შეტანილი ცვლილებები გაცილებით გართულებულად მოგვეჩვენა - ვეჭვობთ რომ ალბათ ახალი თანამშრომელი (სავარაუდოდ იურისტი) ჩართეს პროცესში, რომელმაც ტექსტი ცოტა არ იყოს გაართულა და უფრო გაუგებარი გახადაJ. ამიტომ, ჩვენი შემდგომი პოზიცია და გაგზავნილი შეკითხვა/მოსაზრებები იყო გაცილებით ვრცელი (გიგზავნი დანართად), რაზეც ახლა ველოდებით ბულგარელების პასუხს. მე ბოლოს შევთავაზე ბულგარელებს ონლაინ კონსულტაციების რაუნდი, რათა ყველა საკითხი პირისპირ განგვეხილა - ველოდებით პასუხს.
ბულგარეთის ელჩის მოლოდინია, რომ წლის ბოლოს საქართველოდან მის გამგზავრებამდე ხელი მოეწერება ოქმს.
- საფრანგეთი - გამზადებულია IOM-ისა და ჩემს მიერ შემუშავებული სრულყოფილი მასალა ქართულ ენაზე, საფრანგეთის შეთანხმების საჯარო განმარტებისთვის. ის შეიძლება განთავსდეს სამინისტროს/სააგენტოს ვებ-გვერდზე და გამოყენებეულ იქნას საჯარო კომუნიკაციისთვის - ტვ, რადიო, სოც-ქსელი, ბუკლეტი. მიმდინარე პერიოდში არ არის მიზანშეწონილი საჯარო კომუნიკაციის დაწყება (კოვიდი, არჩევნები) ამიტომ ვიცდიდით და არ დამიძრავს საჯაროდ ეს საკითხიJ - როცა ჩათვლით სასარგებლოდ, მაშინ დაიწყეთ საჭიროებისამებრ (ასევე გიგზავნი დანართის სახით).
მასალა მომზადდა პარიზში ჩემი ვიზიტის შედეგების საფუძველზე, ასევე საფრანგეთისგან მოწოდებულ დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს მიერ შემუშავებულ კითხვარზე საპასუხოდ მივიღე პანდემია-ლოქდაუნების დროს მუშაობისას. ეს მასალა ასევე ეყრდნობა IOM-ის მიერ დაქირავებული ექსპერტის მარუსია ფერის კვლევას, რომელიც ჩვენთვის ჩაატარა, თუმცა ჩემი მოთხოვნით ჩვენი დოკუმენტი (გიგზავნი დანართად) დიდწილად საფრანგეთის ოფიციალურ დოკუმენტაციაზე და კანონმდებლობის მათ მიერ განმარტებაზეა დაფუძნებული.
- გერმანია - როგორც იცი აქ ყველაფერი გამზადებულია უკვე შემსრულებლების დონეზე. დამატებით გაცნობებ გერმანული მხარის ბოლოს გამოგზავნილ ინფორმაციას ევროკომისიის ახალი რეგულაციის შესახებ; ასევე იმას, რომ შევთანხმდით - ადრეულ შემოდგომაზე განვაახლოთ კომუნიკაცია იმ მიზნით, რომ 2021 წლის იანვრიდან დაიწყოს 3-თვიანი მედიაციის პროცესი მარტი-აპრილის პირველივე სეზონზე ხალხის გაშვების მიზნით.
- კვიპროსი - ბურთი მათ მხარესაა; უნდა მოგვაწოდონ ჩვენს პოზიციაზე საპასუხო პოზიცია (მასალები აქვს გიორგი ბუნტურს - ნოტების გაცვლის გზით გავმართეთ პირველი რაუნდი). პანდემიამდე ჩანიშნული გვქონდა პირისპირ მოლაპარაკებების რაუნდი - აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას; ლოქდაუნის დროს შევთავაზე ონლაინ შეხვედრა, მაგრამ რატომღაც გაუჭირდათ ჩანიშვნა; ველით პასუხს კვიპროსის მხარისგან.
- პორტუგალია - ჩემი 10 იანვრის ვიზიტის შედეგად, მალევე (პანდემიამდე) უნდა გამოეგზავნათ ოფიციალური ნოტა, ჩვენი შეთანხმების პროექტზე პოზიციით. ლოქდაუნის პერიოდში არაერთხელ გვქონდა კონსულტაციები და ბოლოს გვთხოვეს სექტემბერში განვაახლოთ საუბარიო.
- ფინეთი - შეთანხმების ნაცვლად მემორანდუმის გაფორმებას გვთავაზობენ; ვმუშაობთ პროექტზე - აქ რომ არ მოვყვე სრული ისტორია - გიორგიმ, ირმამ და ნინომ სრულად იციან ეს ფაილი და ყველა ჩემი მოსაზრება.
- დანარჩენ ქვეყნებთან, რომელთანაც პანდემიამდე დაგეგმილი იყო ჩემი უშუალო კომუნიკაცია, ამ ეტაპისთვის შევაჩერეთ ძალისხმევა მინისტრთან შეთანხმებით (რის თაობაზეც ინფორმირებულია და იზიარებს პოზიციას ჩვენი საგარეოც).
- ასევე გიგზავნი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, საგარეო მიერ მოთხოვნილ beyond 2020 დოკუმენტისთვის ჩანაწერს ცირკულარულ მიგრაციაზე. როგორც ჩამოვაყალიბე ეს პოზიცია და საგარეოსთან ვათანხმებდი მიგრაციის კომისიის სამდივნოს ჩანაწერთან შესაბამისობას - იცის გიორგიმ, ჩავსვი მიმოწერაში. ეს ჩანაწერი ორი დღის წინ უკვე გაგზავნილი მაქვს - შენ გიგზავნი ინფორმაციისთვის.
თამ, აწი ეს საკითხი/პოზიციები შენი შეხედულებისამებრ განვითარდებაJ და მიხარია, რომ პროფესიონალურ ხელში რჩება!
გულწრფელად დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს თანამშრომლებს (გიორგი, ნინო, ლიკა, ირმა, კრისტინა), რომელთანაც მართლაც სასიამოვნო იყო ურთიერთობა ამ მიმართულებით!
მე სადაც დაგჭირდებით ყოველთვის მზად ვარ - იცი!
აბა ორშაბათამდე,
თეა ახვლედიანი