| From : | Maia Mtchedlishvili <mmtchedlishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | აკრედიტებული პროგრამის განხორციელების წესი (პროექტი) |
| Cc : | Beka Peradze <bperadze1@gmail.com> |
| Received On : | 13.07.2020 12:52 |
| Attachments : |
ქალბატონო თამუნა,
გიგზავნით, შრომის "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტს.
აღნიშნული პროექტის ზოგიერთი საკითხი დასაზუსტებელია. პროექტი როგორც მოგახსენეთ გავლილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან. მათ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ რამოდენიმე პრაქტიკული რჩევა, მათ შორის:
- გამოცდის ბარიერთან დაკავშირებით (ამბობენ რომ 80% მაინც უნდა იყოს, არსებული პროექტით არის 71%);
- პირს ვისაც აქვს 3 წლიანი გამოცდილება, გამოცდაზე გასვლის უფლების მოპოვების მიზნით გაატარეთ ზოგადი 40 საათიანი პროგრამაო (ამჟამინდელი პროექტით ასეთი პროგრამის გავლა არ არის სავალდებულო;
- საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელებმა გაიარონ სრული კურსიო, ანუ საერთაშორისო სერთიფიკატი არ გაითვალისწინოთო;
- 40 მსმენელი ძალიან ბევრია, კურსს უფრო ნაკლები უნდა ესწრებოდეს, არაუმეტეს 20-25 მსმენელიო;
- სწავლების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ პრაქტიკის ობიექტზე სამოქმედო გეგმაო, ანუ როდესაც მივლენ პრაქტიკის ობიექტზე, რა უნდა გააკეთონ მსმენელებმაო;
- გაცემული სერთიფიკათი 3 წლის ნაცვლად იყოს 5 წლიანი და შუაში სავალდებულო პრაქტიკული ტრენინგები დაუწესეთო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/Ministry
of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი/Labour Condition Inspecting Department
მის.: ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.144/No 144 Akaki Tsereteli street, Tbilisi, 0119
ტელ/Tel: +995 32 2510026 (1416)
მობ/Cell +995 (593) 45 44 64