პატივცემულო კოლეგებო,
როგორც
თქვენთვის
ცნობილია,
საქართველოს
მთავრობის 2020
წლის 2
მარტის
№143
დადგენილებით
შექმნილი
საქართველოს
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
ეროვნული
სტრატეგიისა
და
სამთავრობო
სამოქმედო
გეგმის
შემმუშავებელი
უწყებათაშორისი
სამუშაო
ჯგუფი
ინტენსიურად
აგრძელებს
ადამიანის
უფლებათა ახალი ეროვნული
სტრატეგიის
დოკუმენტის
შემუშავების
პროცესს.
შედეგად,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის
ადამიანის
უფლებათა
სამდივნოს კოორდინაციით და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით,
ასევე, ეროვნული
და
საერთაშორისო
ექსპერტების
და არასამთავრობო ორგანიზაციების
მონაწილეობით,
მომზადებული და სრულად დამუშავებულია
ადამიანის
უფლებათა 2021–2030
წლების
ახალი
ეროვნული სტრატეგიის
სტრატეგიული
პრიორიტეტების, მიზნების, ამოცანებისა და ამოცანის შედეგის ინდიკატორები.
დეტალურად იქნა განხილული თითოეული უწყების მიერ წარმოდგენილი ინდიკატორი, რომელთა
უმეტესობა უცვლელად ან/და მცირედით მოდიფიცირებული სახით აისახა დოკუმენტის ძირითად ნაწილში, ხოლო ზოგიერთი მათგანი მისი შინაარსიდან და მოცულობიდან გამომდინარე აისახება სტრატეგიის დოკუმენტის საფუძველზე შესამუშავებულ სამოქმედო გეგმაში.
იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ბოლო ეტაპი, შევთანხმდეთ ინდიკატორების
საბოლოო ფორმულირებებზე და დროულად მოხდეს დოკუმენტის დამტკიცება, უმნიშვნელოვანესია თქვენი უწყებების ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღები პირების დონეზე.
გასაცნობად გიგზავნით დოკუმენტის უახლეს დრაფტს, სადაც ინდიკატორების ნაწილი
სრულად არის შევსებული. აღნიშნულ დოკუმენტზე
თქვენი შენიშვნებისა და წინადადებების განსახილველად მომდევნო კვირაში პრიორიტეტების მიხედვით გაიმართება თემატური შეხვედრები, რომელთა შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს და შეხვედრისას წარმოგვიდგინოთ
თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდგომ,
მას განიხილავს საქართველოს მთავრობა და წარუდგენს დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს.
დამატებითი
ინფორმაციის
მისაღებად,
გთხოვთ
დაგვიკავშირდეთ:
რობო
ნადირაძე -
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაცია,
საკონტაქტო
ინფორმაცია: 591 185 175; rnadiradze@gov.ge;
გულიკო მაჭარაშვილი -
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის
ადამიანის
უფლებათა
სამდივნო,
საკონტაქტო
ინფორმაცია: 558 772 710; gmatcharashvili@gov.ge ;
პატივისცემით,