გოგოებო ეს არის ანგარიშის მე-3 თავის (ტოპიკებში) რასაც ვსვავთ წლიურში, გადახედეთ მონაცემებს, პენსია , სოც დახმარებები, საყოველთაოს თანხები აღებულიa სოც+ სხვა ხარჯები, ყველაზე მეტად მაინტერესებს
დევნილთა თემები ხომ სწორედ ზის,
ხვალე დილის 11 საათისთვის მინდა ეს ინფორმაცია რომ დამიდასტუროთ.
მოგვიანებით გამოგიგზავნით ანგარიშის ჩვენი მხირიდან გავლილის რაც ინგამ წაიკითხა, სულ რამდენიმე საკითხი დაამატა დასაზუსტებლად და იქნებ ხვალ საღამომდე ტელეფონით გავიაროთ, და ნაერთისთვის საბოლოო
ვერსია გამომიგზავნოთ, უკვე რაც უნდა ჩავსვათ,
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაფინანსების მიზნით განხორციელდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ბენეფიციართა
უზრუნველყოფა სახელმწიფო პენსიებით და სახელმწიფო კომპენსაციებით. საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით 2019 წლის იანვრიდან პენსიის ოდნეობა გაიზარდა და შეადგინა 200 ლარი, შესაბამისად, გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა. სულ საანგარიშო პერიოდში მოსახლეობის
საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით გადარიცხულ იქნა 1 938.2 მლნ ლარი;
- მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის სოციალური დახმარებისა და ბავშვთა ინსტიტუციური
დაწესებულებებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებასთან დაკავშირებული რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა. ასევე, სოციალური პაკეტის დაფინანსება შშმ პირებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის და სხვა მოწყვლადი კატეგორიებისათვის, ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობებით
უზრუნველყოფა და შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დემოგრაფიული მდგომარეობის
გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესამე და ყოველ მომდევნო ცოცხლადშობილი შვილის დაბადების გამო, ასევე, 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბენეფიციარებისათვის (პირველი, მეორე, მესამე და ყოველი მომდევნო შვილი), რომელთა ერთ-ერთ
მშობელს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივი ცხოვრების პირის სტატუსი ფულადი დახმარების გაცემა. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური პაკეტის 20 ლარით
ზრდა, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ, ბავშვის დახმარება გახუთმაგდა და შეადგინა 50 ლარი, სადაც, მუნიციპალიტეტების ნაწილში 20 ლარი
(დღეს არსებული 10 ლარის ჩათვლით) გაიცემა ფულადი სახით, ხოლო 30 ლარი - „ბავშვის კვების ვაუჩერის“ სახით. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების გასაცემად საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა სულ 738.8 მლნ ლარი;
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ დანამატს პენსიის 20%-ის ოდენობით, ასევე სოციალური პაკეტის მიმღებები - დანამატის სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით.
უზრუნველყოფილია დანამატები მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის (ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი
ოდენობით). ანაზღაურებულია მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 52.8 მლნ ლარი;
- „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში უწყვეტად ხორციელდება მოსახლეობის, როგორც ამბულატორიული (გადაუდებელი და გეგმური), ასევე სტაციონარული (გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება; გეგმური ქირურგია, მ.შ. კარდიოქირურგიისა და ონკოლოგიური
დაავადებების ქირურგია; ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა - ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპია; მშობიარობა/საკეისრო კვეთა, მაღალი რისკის ორსულთა, მელოგინეთა და მშობიარეთა მკურნალობა, ინფექციური დაავადებების მართვა) სამედიცინო დახმარება ფინანსური და გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 824.9 მლნ ლარი;
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად მიმდინარეობდა მოსახლეობის უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით. ქვეყნის მასშტაბით დაფინანსდა გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებათა,
ასევე, დიაბეტის (ტიპი 2), პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა;
- სოციალური დახმარების სახით, ფინანსური დახმარება გაეწია 7 895 დევნილს, ასევე სხვადასხვა ნგრევადი და შეჭრილი ობიექტებიდან უკიდურესად გაჭირვებულ 1 558 ოჯახს საცხოვრებელი ფართების დაქირავების მიზნით (ყოველთვიურად 50-დან 300 ლარამდე);
- მიმდინარეობდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების დევნილთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომლის ფარგლებშიც კერძო საკუთრებაში ბინა გადაეცა 812 ოჯახს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეძენილ იქნა 1 050 საცხოვრებელი
სახლი. დასრულდა მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ბინების შეძენა თბილისში (592 ბინა). მიმდინარეობდა ზოგიერთი ობიექტის სარემონტო/სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. გრძელვადიანი საცხოვრებლით ახალაშენებულ კორპუსებში დაკმაყოფილდა 1 047 ოჯახი;
საუკეთესო სურვილებით
ირი