From : Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>
To : Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>; Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>
Subject : Fw: Soc devnilebi TopikebisTvis 3 tve
Received On : 24.04.2020 09:27



From: Irine Javakhadze
Sent: Thursday, April 23, 2020 5:03 PM
To: Maia Gotiashvili
Subject: Soc devnilebi TopikebisTvis 3 tve
 


მაიკო როგორ ხარ :***


ეს არის საყოველთაო, სოცის და დევნილების ნაწილი 3 თვის ანგარიშიდან რასაც ვფიქრობ რომ ნაერთში ჩავასმევინო, გადახდეთ ამას და თუ არის რაიმე ღონისძიება კიდევ მნივნელოვანი 3 თვეში რაც გაკეთდა ეგ დამიმატე.  270203 დან სერვიების და 160 ლარიანი ვაუჩრის თემას ეხლა არ ვსვავ რადგან ეგ ძალაში აპრილში შევიდა (30 მარტის მთავრობის მასალებში იყო ატვირთული)  და ვფიქრობ ჯობია მე-2 კვარტალში ჩავსვათ, 


ასევე ველოდები ჯანდაცვის ნაწილს პირველ რიგში მაინტერესებს რაც ახალია ეგ თემები ერთი ორი ბულეტი რომ დავამატოთ სიახლე რა გვქონდა (სასწრაფოს მანქანებიც შეიძლება). ახალ კოდზე 4 მლნ მარტო დახარჯული და ეგ რაზე მიიმართა იქნებ ეგ დავწეროთ, 


ეს რაც გამოვაგზავნე ხვალე დღის პირველ ნახევარში მჭირდება უნდა გავუგზვნო. და დამიდასტურე თუ მისაღებია. 



გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

  • საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაფინანსების მიზნით განხორციელდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ბენეფიციართა უზრუნველყოფა სახელმწიფო პენსიებით და სახელმწიფო კომპენსაციებით.  2020 წლის იანვრიდან  გაიზარდა პენსიის ოდნეობა და შეადგინა 220 ლარი, შესაბამისად, გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა. ამასთან საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო საპესიო ასაკის მოსახლეობისათვის შეღავათების დაწესებით) უზრუნველყოფილ იქნა მარტში ასაკით პენსიონერთათვის აპრილში გასაცემი პენსიის წინმსწრებად გაცემა. სულ საანგარიშო პერიოდში  მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით გადარიცხულ იქნა 705.8 მლნ ლარი;
  • მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი  ოჯახებისთვის სოციალური დახმარებისა და ბავშვთა ინსტიტუციური დაწესებულებებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებასთან დაკავშირებული რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა. ასევე, სოციალური პაკეტის დაფინანსება შშმ პირებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის და სხვა მოწყვლადი კატეგორიებისათვის, ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობებით უზრუნველყოფა და შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესამე და ყოველ მომდევნო ცოცხლადშობილი შვილის დაბადების გამო, ასევე, 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბენეფიციარებისათვის (პირველი, მეორე, მესამე და ყოველი მომდევნო შვილი), რომელთა ერთ-ერთ მშობელს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივი ცხოვრების პირის სტატუსი ფულადი დახმარების გაცემა. 2020 წლის პირველი ინვრიდან 20 ლარით გაიზარდა მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა (ბავშვთა) სოციალური პაკეტის ოდენობა. ამასთან საანგაშირო პერიოდში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი საკომპენსაციო ზომების ფარგლებში, შესაბამის სამიზნე ჯგუფებს არ შეუჩერდათ და უწყვეტად გაუგრძელდათ სახელმწიფო გასაცემლების მიღება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების გასაცემად საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მიიმართა სულ 195.2 მლნ ლარი;
  • „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ დანამატს პენსიის 20%-ის ოდენობით, ასევე სოციალური პაკეტის მიმღებები - დანამატის სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. უზრუნველყოფილია დანამატები მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის (ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი ოდენობით). ანაზღაურებულია მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 14.4 მლნ ლარი;
  • „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში უწყვეტად ხორციელდება მოსახლეობის, როგორც ამბულატორიული (გადაუდებელი და გეგმური), ასევე სტაციონარული (გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება; გეგმური ქირურგია, მ.შ.  კარდიოქირურგიისა და ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია; ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა - ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპია; მშობიარობა/საკეისრო კვეთა, მაღალი რისკის ორსულთა, მელოგინეთა და მშობიარეთა მკურნალობა, ინფექციური დაავადებების მართვა) სამედიცინო დახმარება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 244.8 მლნ ლარი;
  • სოციალური დახმარების სახით, ფინანსური დახმარება გაეწია 2 514 დევნილს, ასევე სხვადასხვა ნგრევადი და შეჭრილი ობიექტებიდან უკიდურესად გაჭირვებულ 342 ოჯახს საცხოვრებელი ფართების დაქირავების მიზნით (ყოველთვიურად 50-დან 300 ლარამდე);
  • მიმდინარეობდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების დევნილთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომლის ფარგლებშიც კერძო საკუთრებაში ბინა გადაეცა 451 ოჯახს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეძენილ იქნა  255 საცხოვრებელი სახლი (თბილისი - 64, იმერეთის რეგიონი - 11, სამეგრელოს რეგიონი - 180). მიმდინარეობდა ზოგიერთი ობიექტის სარემონტო/სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. გრძელვადიანი საცხოვრებლით ახალაშენებულ კორპუსებში დაკმაყოფილდა 45 ოჯახი;


საუკეთესო სურვილებით

ირი