From : Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>
To : Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>; Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>
Subject : Fw: 2021-2024 წლების ასიგნებების და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების მომზადება
Received On : 30.04.2020 13:20



From: Beka Jakeli
Sent: Wednesday, April 29, 2020 7:42 PM
To: Maia Gotiashvili; giorgi chavchavadze
Subject: FW: 2021-2024 წლების ასიგნებების და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების მომზადება
 

 

 

From: Giorgi Kakauridze
Sent: Wednesday, April 29, 2020 11:53 AM
To: shgoshadze@parliament.ge; dchuradze@larliament.ge; nsulava@president.gov.ge; tgoderdzishvili@president.gov.ge; mdaushvili@businessombudsman.ge; Nmezvrishvili@gov.ge; bsichinava@gov.ge; mkvirikashvili@gov.ge; dgogichaisvili@sao.ge; dkinkladze@sao.ge; tzhvania@cec.gov.ge; gsharabidze@cec.gov.ge; obuskivadze@cec.gov.ge; zaza.tavadze@constcourt.ge; mjojua@constcourt.ge; nino.kadagidze@supremecourt.ge; nodar.gvadibadze@supremecourt.ge; skarchava@court.ge; gkakauridze@court.ge; gmelikidze@court.ge; gmikautadze@gmail.com; a.mdzinariSvili@jcoj.ge; malxaztoria888@gmail.com; ebralidzegia@mail.ru; ioseb.xaxaleishvili@imereti.gov.ge; irakli44@gmail.com; manana.macaco@gmail.com; d.ghudumidze@gmail.com; s.berdzenishvili@samtskhe-javakheti.gov.ge; zchunashvili@yahoo.com; simon.guledani@shidakartli.gov.ge; al.batiashvili@ssg.gov.ge; sergojanelidze@ssg.gov.ge; goletiani@ssg.gov.ge; giorgi.chichinadze@pensions.ge; giorgi.tsintsadze@pensions.ge; l.gigauri@smr.gov.ge; ninonozadze111@yahoo.com; Teimuraz Peradze ; Ekaterine Mikabadze ; murjikneli@moesd.gov.ge; i.begiashvili@mrdi.gov.ge; b.gurjidze@mrdi.gov.ge; gpataridze@justice.gov.ge; ngugenishvili@justice.gov.ge; Giorgi Tsotskolauri ; Beka Jakeli ; mninua@mfa.gov.ge; gnatsvlishvili@mfa.gov.ge; jburchuladze@mod.gov.ge; ivjaparidze@mod.gov.ge; george.butkhuzi@gmail.com; t.meladze@mia.gov.ge; George.Khanishvili@mepa.gov.ge; Tamar.Zedginidze@mepa.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; tkitiashvili@mes.gov.ge; m.tabatadze@mes.gov.ge; nmerebashvili@pog.gov.ge; mmurghulia@pog.gov.ge; gigililuashvili@yahoo.com; tikokh@gmail.com; finom_2007@yahoo.com; tchikhradze ; nbuachidze@legalaid.ge; v.imnadze@veterans.gov.ge; m.chigogidze@veterans.gov.ge; v.bzikadze@veterans.gov.ge; vkhasashvili@fms.gov.ge; tata.kalandadze@gmail.com; makatsaria.ia@gmail.com; khomasuridzenatalia@gmail.com; a.chubinidze@ssps.gov.ge; tarasashvili-i@ssps.gov.ge; tgvaramadze@ombudsman.ge; Mkvitsiani@ombudsman.ge; n.chichinadze@gpb.ge; raulberidze@gmail.com; ilekvinadze@competition.ge; gperadze@competition.ge; rkavtelishvili@competition.ge; dimitrisanakoev@gmail.com; dato.machabeli@gmail.com; teodore@mail.com; gmumladze@expertiza.gov.ge; skvaratskhelia@geostat.ge; gtodradze@geostat.ge; kvesitadze@hotmail.com; gurami351@gmail.com; mbolotashvili@gcci.ge; n.babukhadia@gcci.ge; Zvashaymadze@gov.ge; lchipashvili8@gmail.com; Ltoloraia@stateinspector.ge; Lmamulashvili@stateinspector.ge; alibegashviligia@yahoo.com; Lursmanashvilimarika@gmail.com; nmotsonelidze@ppp.gov.ge; ttarashvili@ppp.gov.ge; r.charkviani@gmail.com; m.pirtskhalaishvili@nsc.gov.ge; s.chichiani@nsc.gov.ge; donoprishvili@insurance.gov.ge; mkublashvili@insurance.gov.ge; mmagradze@mcageorgia.ge; mdavitadze@sakpatenti.org.ge; lsikharulidze@sakpatenti.org.ge; lrazmadze@spa.ge; mphartenadze@spa.ge
Cc: Ekaterine Guntsadze ; Natia Gulua
Subject: 2021-2024 წლების ასიგნებების და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების მომზადება

 

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, „2021-2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 თებერვლის 137 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოსადგენი ინფორმაციის (1-5 დანართები) ვადები. სამინისტროებს და უწყებებს მიმდინარე წლის 27 აპრილამდე უნდა მოემზადებინათ და წარმოადგინათ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მომდევნო 4 წლიანი პერიოდისთვის ასიგნებების და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების შესახებ, რომელიც მოიცავს მათ შორის დეტალურ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს (3, №3ა დანართები) და ზღვრულ მოცულობებს არსებული და ახალი პოლიტიკის ფარგლებში  (№5 და №5ა დანართები).

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო პროცესის ისე წარმართვა, რომ მაქსიმალურად შესრულდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი, ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავების მიზნით განსაზღვრული დებულებები ამავე კოდექსით დადგენილ ვადებში. კერძოდ, აღნიშნული ეხება შემდეგი დებულებების შესრულებას:

1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქართველოს სამინისტროები 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს.

3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა არაუგვიანეს 10 ივლისისა იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტს.  

 

შესაბამისად, სამინისტროების და უწყებების მიერ ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, მიზანშეწონილია დაიგეგმოს მითითებული ვადების და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიმდინარე წლის 15 მაისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოთ ინფორმაცია, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:

  1. მომდევნო წლების (დასაგეგმი და შემდგომი 3 წელი) ასიგნებების და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები დაიგეგმოს არსებული (მიმდინარე, იგივე საბაზისო) პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრულ მხოლოდ იმ პროგრამებზე და ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება აუცილებელი და მნიშვნელოვანია სამინისტროს/უწყების ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, იმის გათვალისწინებით რომ უკვე დაგეგმილი რეფორმები და ახალი პოლიტიკის მიმართულების განხორციელება შესაძლებელია დროში გადავადდეს და არ აისახოს შემდგომი წლების ზღვრულ მოცულობებში. 

აღნიშნული ფორმატი გათვალისწინებულია 5 დანართში, სადაც მოცემულია ინფორმაცია ზღვრულ მოცულობებზე არსებული და ახალი პოლიტიკის შემთხვევაში. თუმცა ამ პუნქტის შესასრულებლად ინფორმაცია უნდა მომზადდეს არა მხოლოდ 5 დანართის სახით, არამედ 3 (სამინისტროების შემთხვევაში) და 4 (სხვვა უწყებების შემთხვევაში) დანართების ფორმატით.

 

გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად ზღვრულ მოცულობებად მიჩნეულია მოქმედი 2020-2023 წლების BDD დოკუმენტით განსაზღვრული პარამეტრები. არსებული მდგომარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ვერ იქნება სახელმძღვანელო შემდგომი წლების დასაგეგმად თუმცა მომდევნო წლებისთვის ასიგნებების და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 2020-2023 წლების BDD დოკუმენტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების ფარგლებში, რაც მოსალოდნელია, რომ არსებითად დაკორექტირდეს.

 

ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ შესაბამისი დანართები, რომელიც ითვალისწინებს ზღვრული მოცულობების ზევით ინფორმაციის წარმოდგენას. აქ იგულისხმება ასევე 5 დანართის შევსება, ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები/ღონისძიებები რა გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია რეფორმების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შერჩევა და ერთგვარი პრიორიტეტიზაცია, რაც აუცილებელია განხორციელდეს საშუალოვადიან პერიოდში. აღნიშნული ინფორმაციის განხილვა მოხდება ფინანსთა სამინისტროსთან სამუშაო რეჟიმში.

 

იმ უწყებებმა, რომლებმაც უკვე წარმოადგინეთ ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი ინფორმაცია, გთხოვთ ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით დამატებით წარმოგვიდგინოთ 2021-2024 წლებისთვის ასიგნებების და რიცხოვნობების განახლებული ზღვრული მოცულობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილებით განსაზღვრული დანართების შესაბამისად არაუგვიანეს 15 მაისისა.

 

15 მაისიდან 30 ივნისამდე პერიოდში საშუალოვადიანი სამოქმედო  უნდა გადამუშავდეს სამინისტროების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ზღვრული მოცულობების განხილვების შედეგების გათვალისწინებით და დამტკიცდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად არაუგვიანეს 30 ივნისისა.

 

პატივისცემით,

 

გიორგი კაკაურიძე

 

 

Giorgi Kakauridze

Deputy Minister of Finance

 

16 Gorgasali Str, Tbilisi 0114, Georgia

Tel: (+995 32) 226 14 45

Fax: (+995 32) 226 24 16

Cell: (+995) 577 05 07 07