| From : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: 6 Tvis TOPIKEBI ME-3 TAVIS |
| Received On : | 20.07.2020 08:34 |
From: Irine Javakhadze
Sent: 20 July, 2020 11:48
To: Maia Gotiashvili
Subject: 6 Tvis TOPIKEBI ME-3 TAVIS
მაიკო როგორ ხარ:**
ეს ინფრომაცია მჭირდა დღის ბოლომდე, ანუ ანგარიშის მე-3 თავში რაც წავიდა პირველ კვარტალში ეგ ჭირდებათ განახლებული, მე ამოვკრიფე რაც წარმოადგინეთ 6 თვის ანგარიშიდან,
ü საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასაკით პენსიონერთათვის მარტში განხორციელდა აპრილის პენსიის წინსწრებად და განსხვავებული წესით გაცემა. ამასთან, განსახორციელებელი საკომპენსაციო ზომების ფარგლებში, შესაბამის სამიზნე ჯგუფებს არ შეუჩერდათ და უწყვეტად გაუგრძელდათ სახელმწიფო გასაცემლების მიღება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა.
ü ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო განხორცილდა მოსახლეობის სოციალური დახმარება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით კერძოდ: ელექტროენერგიის 200 კილოვატსაათი ან 200 კილოვატსაათზე ნაკლები მოცულობის, ბუნებრივი გაზის 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები მოცულობის, ასევე სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის სუბსიდირება. სულ საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მიზნით გადარიცხულ იქნა 172.6 მლნ ლარი;
ü ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი ოჯახები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, ინდივიდუალური მეწარმეები და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები) ფულადი დახმარების/კომპენსაციის დაფინანსება. კერძოდ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 65 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის − ოჯახის წევრზე 35 ლარის (ერთწევრიანი ოჯახისთვის − 70 ლარის, ორწევრიანი ოჯახისთვის − 90 ლარის); სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი, ოჯახზე 100 ლარის ოდენობით (6 თვე) და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, თვეში 100 ლარის ოდენობით (6 თვე); ასევე გაიცა დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის (215.9 ათას პირზე), ხოლო ინდივიდუალური მეწარმეებისა და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისთვის − ერთჯერადი დახმარების სახით − 300 ლარი (104.5 ათას პირზე). სულ საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ღონისძიებების დასაფინანსებლად გადარიცხულ იქნა 103.3 მლნ ლარი;
ü ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთი ღონისძიებებისა და აღნიშნული ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით და აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ქვეყანაში „COVID – 19“-ის მასიური გავრცელების რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების რიგი ღონისძიებები (შესყიდული და სხვადასხვა უწყებებში გადაცემულ იქნა ინდივიდუალური დამცავი საშუალებები, დეფიბრილატორები, სუნთქვის აპარატები, პაციენტის დაკვირვების მონიტორები, უკონტაქტო ელექტრო თერმომეტრები, თხევადი სამედიცინო ჟანგბადები და სხვა. გარდა ამისა, გაწეულ იქნა ხარჯი საკარანტინო ზონების მოწყობისათვის). სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხაზით მიმართულ იქნა 35.0 მლნ ლარი; (აქ დავაჯამე 2703031102 და 03, კიდევ ტექსტში რა დავამატომ ამთანხის ფარგლებში რაც გაკეთდა?)
· საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაფინანსების მიზნით განხორციელდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ბენეფიციართა უზრუნველყოფა სახელმწიფო პენსიებით და სახელმწიფო კომპენსაციებით. 2020 წლის იანვრიდან გაიზარდა პენსიის ოდენობა და შეადგინა 220 ლარი. შესაბამისად, გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა. სულ საანგარიშო პერიოდში მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით გადარიცხულ იქნა 1 079.0 მლნ ლარი;
· მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის სოციალური დახმარებისა და ბავშვთა ინსტიტუციური დაწესებულებებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებასთან დაკავშირებული რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა. ასევე, სოციალური პაკეტის დაფინანსება შშმ პირებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის და სხვა მოწყვლადი კატეგორიებისათვის, ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობებით უზრუნველყოფა და შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესამე და ყოველ მომდევნო ცოცხლადშობილი შვილის დაბადების გამო, ასევე, 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბენეფიციარებისათვის (პირველი, მეორე, მესამე და ყოველი მომდევნო შვილი), რომელთა ერთ-ერთ მშობელს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივი ცხოვრების პირის სტატუსი, ფულადი დახმარების გაცემა. 2020 წლის პირველი იანვრიდან 20 ლარით გაიზარდა მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების გასაცემად საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა სულ 389.5 მლნ ლარი;
· „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ დანამატს პენსიის 20%-ის ოდენობით, ასევე სოციალური პაკეტის მიმღებები - დანამატის სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. უზრუნველყოფილია დანამატები მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის (ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი ოდენობით). ანაზღაურებულია მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 27.6 მლნ ლარი;
· „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში უწყვეტად ხორციელდება მოსახლეობის, როგორც ამბულატორიული (გადაუდებელი და გეგმური), ასევე სტაციონარული (გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება; გეგმური ქირურგია, მ.შ. კარდიოქირურგიისა და ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია; ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა - ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპია; მშობიარობა/საკეისრო კვეთა, მაღალი რისკის ორსულთა, მელოგინეთა და მშობიარეთა მკურნალობა, ინფექციური დაავადებების მართვა) სამედიცინო დახმარება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, ასევე, მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 520.7 მლნ ლარი;
· სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის შესყიდულ იქნა სპეციალიზებული ავტომანქანები (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობის და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი);
· სოციალური დახმარების სახით, ფინანსური დახმარება გაეწია 4 512 დევნილს, ასევე სხვადასხვა ნგრევადი და შეჭრილი ობიექტებიდან უკიდურესად გაჭირვებულ 776 ოჯახს დაუფინანსდა საცხოვრებელი ფართების დაქირავება (ყოველთვიურად 50-დან 300 ლარამდე);
· მიმდინარეობდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების დევნილთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომლის ფარგლებშიც კერძო საკუთრებაში ბინა გადაეცა 451 ოჯახს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეძენილ იქნა 434 საცხოვრებელი სახლი (თბილისი - 135, იმერეთის რეგიონი - 24, სამეგრელოს რეგიონი - 275). მიმდინარეობდა ზოგიერთი ობიექტის სარემონტო/სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. გრძელვადიანი საცხოვრებლით ახალაშენებულ კორპუსებში დაკმაყოფილდა 45 ოჯახი;
ირი