| From : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ჰოლდინგის ფინანსური დირექტორის დანიშვნა |
| Received On : | 26.08.2020 09:51 |
| Attachments : |
From: Natia Khmaladze
Sent: 25 August, 2020 13:50
To: Beka Jakeli
Subject:
მოკლედ კოლეგებო, გვაქვს ასეთი მითითება
ბატონი გიორგი წოწკოლაური დამიკავშირდა და მითხრა რომ დღეს უნდა დაინიშნოს ჰოლდინგში ფინანსური დირექტორი და რომ ამისათვის რაც საჭიროა ის უნდა გაკეთდეს.
ვესაუბრე ბატონ გიორგი ჩოგოვაძეს და გვთხოვა, რომ გაგვეკეთებინა მოსაწერი წერილის მონახაზი, რომელსაც იგი ამობეჭდავს მოაწერს და გადმოაგზავნის info@moh.gov.ge-ზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ეხება საშტატო ნუსხისა და ფონდის შეთანხმების საკითხს, გიგზავნით ჩემს მიერ მომზადებული წერილის დრაფტს.
გთხოვთ თქვენს შენიშვნებსა და წინადადებებს.
რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატურის საკითხს, მემგონი მისი შეთანხმება სამინისტროსთან საჭირო არ არის, თუმცა შესაძლებელია ეწეროს კიდევაც. ამ ნაწილშიც მაინტერესებს რას ფიქრობთ. დამატებით გიგზავნით ააიპ-ის წესდებასაც.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ ა(ა)იპ - საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის N222 განკარგულების შესაბამისად, ახორციელებს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/ნ 204871594) 100%-იანი წილის, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ს/ნ 205165453) 100%-იანი წილის და სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 405001466) აქციათა 100%-ს მართვას.
მიმდინარე საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, ჰოლდინგს ესაჭიროება ფინანსური მიმართულებით შესაბამისი თანამშრომლის აყვანა (ფინანსური დირექტორის სახით) შრომის ანაზღაურება ---- ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, ჰოლდინგის წესდების მე-5 მუხლის შესაბამისად, შესათანხმებლად გეგზავნებათ ჰოლგინგის საშტატო და სახელფასო ფონდი დანართის შესაბამისად.
აქვე, გაცნობებთ, რომ ჰოლდინგის დირექტორის მოადგილის სტატუსით ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად განიხილება ----- ----- კანდიდატურა.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურებს საჭირო ღონისძიებების გატარება.
პატივისცემით,
გიორგი ჩოგოვაძე
ა(ა)იპ - საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის
დირექტორი
სს
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge