| From : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ჰოლდინგის გამონაკლისი |
| Received On : | 30.03.2021 11:53 |
| Attachments : |
From: Maia Gotiashvili
Sent: 30 March 2021 15:53
To: 'Ekaterine Guntsadze'
Cc: Beka Jakeli
Subject: ჰოლდინგის გამონაკლისი
მოგესალმებით მეგობრებო,
როგორც იცით ,,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილების საფუძველზე ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს დაევალა ზოგიერთი სამედიცინო და დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით პერსონალის დაკონტრაქტება. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ასიგნებების განსაზღვრა მოხდება 27 03 03 10 01 08 პროგრამული კოდის ფარგლებში. რომელზეც შესაბამისად წარმოდგენილი იქნება მთავრობის განკარგულების პროექტი გამონაკლისის დაშვების თაობაზე.
ასევე, სამედიცინო ჰოლდინგი გადახდებს ახორციელებს 27 03 05 02 პროგრამული კოდიდან, რომელზეც ბიუჯეტი განსაზღვრულია კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ფარგლებში, რომელშიც უნდათ 2 მძღოლის აყვანა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია რომ გამონაკლისი შეთანხმდეს ამ კოდზეც, რადგან დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით დასაქმებული თანამშომლების შრომის ანაზღაურების დაფინანსების წყარო არ არის გამიჯნული შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში.
გთხოვთ თქვენს მოსაზრებას.
პარივისცემით,
მაია გოტიაშვილი