From : Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>
To : Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>; Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>
Subject : FW: შვილად აყვანა
Received On : 04.02.2020 12:23

 

 

From: Maia Gotiashvili
Sent: 4 February, 2020 14:31
To: 'Irine Javakhadze'
Subject: FW:
შვილად აყვანა

 

ირი, 2-ე მუხლის 5 პუნქტი.

 

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Sent: 4 February, 2020 14:21
To: Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>
Subject:
შვილად აყვანა

 

საქართველოს კანონი

 

 

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040200140.05.001.018425) მე-3 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სააგენტოსამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც  არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებშიცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეულიმეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე;‘‘.

მუხლი 2

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირისახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდეამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირშისოციალური მომსახურების სააგენტოში  შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

5. ამ კანონის პირველი მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანსოციალური მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფორმირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი (მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული) შესაბამისი ღონისძიებები დაფინანსდეს საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის პროგრამულ კოდებს შორის ასიგნებების გადანაწილებაზე არ გავრცელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული და საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროს პროგრამულ კოდებზე განსაზღვრულ მომუშავეთა რიცხოვნობაზე დაწესებული შეზღუდვები იმ პირობით, რომ არ დაირღვევა სამინისტროსათვის განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობის მთლიანი პარამეტრი.

6. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვისსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროსათვის გადაცემას. აღნიშნული კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

7. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით სათანადო კანონქვემდებარე აქტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

11 დეკემბერი 2019 .

N5461-I

 

 


Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge