| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | საჯარო მოხელეთა ფორუმის რიგით II შეხვედრა. თემა - „კომუნიკაცია საჯარო სამსახურში“ |
| Received On : | 10.02.2020 13:41 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, შეიქმნა საჯარო მოხელეთა ფორუმი. ამ მიზნით, ერთი წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, ჩატარდება თემატური შეხვედრები წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე.
საჯარო მოხელეთა ფორუმის რიგით II შეხვედრა თემაზე - „კომუნიკაცია საჯარო სამსახურში“ ჩატარდება მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ.7).
შეხვედრაზე დასასწრებად ვიწვევთ მოხელეებს, რომლებმაც წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ქვევით მოცემულ ბმულზე.
სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 7 თებერვალს 15:00 საათიდან. სარეგისტრაციო ბმული ავტომატურად დაიხურება მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება პირველი 70 საჯარო მოხელე.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს +995 32 2 19 27 27 (119, 118)
მადლობა თანამშრომლობისთვის.
ღონისძიება ტარდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით
საუკეთესო სურვილებით,
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159