| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფორმაციის მოთხოვნა ევროკავშირის ელჩის ინიციატივის შესახებ |
| Received On : | 10.02.2020 05:40 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელიის ინიციატივითა და
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ხელშეწყობით ა.წ. 27 თებერვალს, საღამოს (19:30 – 21:30) ტარდება მიღება საქართველოს
მოქალაქეებისთვის და პირველ რიგში იმ საჯარო მოხელეებისთვის, ვინც ევროკავშირის
დაფინანსებით 1 აკადემიური წელი ისწავლა ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში.
ღონისძიების ორგანიზატორების თხოვნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინსიტრო კოორდინაციას უწევს ინფორმაციის შეკრებას იმ პირების (მათ შორის,
მაღალ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოხელეები თუ პოლიტიკოსები) შესახებ, ვინც
ისარგებლა ევროკავშირის ამ შესაძლებლობით.
გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ დაუყოვნებლივ (დღის ბოლომდე), მითითებულ მეილზე: nberbichashvili@moh.gov.ge რისთვისაც
წინასწარ მადლობას მოგახსენებთ.
პატივისცემით,
საუკეთესო სურვილებით,
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159