| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ |
| Received On : | 13.02.2020 14:14 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (KOICA) 2020 წლის სამაგისტრო სტიპენდიის პროგრამა მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში დასაქმებული საჯარო მოხელეების პროფესიულ გაზრდას. „KOICA”-ს პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც შერჩევის შემთხვევაში კურსებს გაივლიან კორეის რესპუბლიკის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში.
ამასთანავე მოგახსენებთ, რომ KOICA დაარსდა 1991 წლის 1 აპრილს, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, როგორც სამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საშუალებით, კორეა ახდენს განვითარებადი ქვეყნების დახმარებას, გამოყოფს გრანტებს და ახორციელებს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამებს. KOICA მიზნად ისახავს სიღარიბესთან ბრძოლას და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას პარტნიორ სახელმწიფოებში. ორგანიზაციის საქმიანობა აძლიერებს მეგობრულ კავშირებს განვითარებად ქვეყნებთან.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებმა შეავსოთ აპლიკაცია 2020 წლის 6 მარტამდე. დანართის სახით გიგზავნით სასწავლო პროგრამას და აპლიკაციის ფორმას.
საუკეთესო სურვილებით,
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159