| From : | Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | დააყენეთ VPN და იმუშავეთ სახლიდან |
| Received On : | 20.03.2020 11:30 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო,
თანამშრომლებზე, ვისზედაც IT დეპარტამენტმა მიიღო დისტანციურად მუშაობის მოთხოვნა, გაიხსნა ე.წ. VPN წვდომა.
გიგზავნით ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და დამოუკიდებლად დააყენოთ VPN თქვენს კომპიუტერში.
ესაა საშუალება, რომელიც უზრუველყოფს „სახლიდან“ სამინისტროს ელექტრონულ რესურსებთან (მათ შორის „დეს“-თან) წვდომას.
მათ, ვისაც ინსტალაციის პროცესი არ სჭირდებათ (რადგან ის უკვე განხორციელდა IT სამსახურის დახმარებით), ანუ უკვე გაქვთ VPN და იცით მასში შესვლა მომხმარებლის სახელით და პაროლით, გამოტოვეთ ინსტალაციის პროცესის აღწერა და შეასრულეთ ინსტრუქცია სურათი 1-დან.
ინსტრუქციის 3,4 გვერდებზე ასევე აღწერილია დიდი ფაილების გაზიარების საშუალება „გუგლის“ მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიით.
ეს დაგეხმარებათ ფაილების გაზიარებაში სამინისტროს ელფოსტის გარეშე.
პატივისცემით,
ვანო გოლიაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო