| From : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>; Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>; Koba Selimashvili <KSelimashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: i kv angarisis |
| Received On : | 22.04.2019 07:07 |
From: Irine Javakhadze [mailto:i.javakhadze@mof.ge]
Sent: 22 April, 2019 10:24
To: Maia Gotiashvili
Subject: i kv angarisis
მაიკო როგორ ხარ,
გიგზავნი პირველი კვარტლის ანგარიშიდან მე-3 თავში ჩასასმელ ინფრომაციას, გთხოვ გადახედო დღეს 2 საათამდე დამიდასტურე მისაღებია თუ არა, ან რაიმეს დამატება ხომ არ არის აუცილებელი რაც გაკეთდა საანგარიშო პერიოდში.
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაფინანსების მიზნით განხორციელდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ბენეფიციართა უზრუნველყოფა სახელმწიფო პენსიებით და სახელმწიფო კომპენსაციებით. საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით 2019 წლის იანვრიდან პენსიის ოდნეობა გაიზარდა და შეადგინა 200 ლარი, შესაბამისად, გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა. სულ საანგარიშო პერიოდში მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით გადარიცხულ იქნა 1 918.6 მლნ ლარი.
მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის სოციალური დახმარებისა და ბავშვთა ინსტიტუციური დაწესებულებებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებასთან დაკავშირებული რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა. ასევე, სოციალური პაკეტის დაფინანსება შშმ პირებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის და სხვა მოწყვლადი კატეგორიებისათვის, ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობებით უზრუნველყოფა და შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესამე და ყოველ მომდევნო ცოცხლადშობილი შვილის დაბადების გამო, ასევე, 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბენეფიციარებისათვის (პირველი, მეორე, მესამე და ყოველი მომდევნო შვილი), რომელთა ერთ-ერთ მშობელს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივი ცხოვრების პირის სტატუსი ფულადი დახმარების გაცემა. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სოციალური დახმარების 20 ლარით ზრდა, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვებისათვის 50 ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტის შემოღება, კერძოდ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ, შემოღებულ იქნება ბავშვების 50 ლარიანი ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებში 20 ლარი (დღეს არსებული 10 ლარის ჩათვლით) იქნება ფულადი სარგებელი, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების გასაცემად საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა სულ 678.6 მლნ ლარი;
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ დანამატს პენსიის 20%-ის ოდენობით, ასევე სოციალური პაკეტის მიმღებები - დანამატs სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. უზრუნველყოფილია დანამატები მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის (ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი ოდენობით). ანაზღაურებულია მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 46.0მლნ ლარი;
„მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში უწყვეტად ხორციელდება მოსახლეობის, როგორც ამბულატორიული (გადაუდებელი და გეგმური), ასევე სტაციონარული (გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება; გეგმური ქირურგია, მ.შ. კარდიოქირურგიისა და ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია; ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა - ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპია; მშობიარობა/საკეისრო კვეთა) სამედიცინო დახმარება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 208.6 მლნ ლარი;
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად (2017 წლის აპრილიდან) მიმდინარეობდა მოსახლეობის უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით. ქვეყნის მასშტაბით დაფინანსდა გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა, დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალო და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა;
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2018 წლის ივნისში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარების (180 ლარი) გაცემა.
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით
ირი
Irine javakhadze
Coordinating budget processis of Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Budget department/State and consolidated Budget Formulation Division
CCM countries coordination board member
Ministry of Finance of Georgia
16 Gorgasali Str, Tbilisi 0114, Georgia
Tel: (+995 32) 2 261 442