| From : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>; Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: SDG jandacva |
| Received On : | 27.11.2019 05:40 |
From: Irine Javakhadze [mailto:I.Javakhadze@mof.ge]
Sent: 26 November, 2019 21:28
To: Maia Gotiashvili
Subject: FW: SDG jandacva
ესე ვსვავ ამ ტექსტს
From: Irine Javakhadze
Sent: სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 16:11
To: Inga Gurgenidze <I.Gurgenidze@mof.ge>
Subject: SDG jandacva
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (27 03 02)
აღწერა და მიზანი
მდგრადი განვითარების (SDG) მე-3 მიზნის „ჯანსაღი ცხოვრების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისთვის“ თითქმის ყველა ამოცანის შესრულება: მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია; დონორული სისხლისაგან დამზადებული სისხლის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის (SDG 3.1.1; 3.1.2; 3.2.1; 3.2.2), იმუნიზაციის (SDG 3.8.1), დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა; ისეთი გადამდები დაავადებების, როგორებიცაა: აივ ინფექცია (SDG 3.3.1), ტუბერკულოზი (SDG 3.3.2), მალარია (SDG 3.3.3), ვირუსული ჰეპატიტები (SDG 3.3.4), სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი; C ჰეპატიტის ელიმინაციის ხელშეწყობა (SDG 3.3.4.1); ნარკომანიით დაავადებულ პირთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა (SDG 3.5.1.1).
მე-3 მიზნის ფარგლებში დაგეგმილი ინდიკატორების შესრულების ხელშეწყობა. გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევის - აივ-ინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევების შემცირების მნიშვნელობა 2030 წლისთვის. შესაბამისად, მდგრადი განვითარების 3.3.1 ამოცანასთან მისადაგებული ეროვნული ამოცანის მთავარი სამიზნის 2030 წლისთვის აივ/შიდსის ინციდენტობის ერთი მესამედით შემცირება (2030 – 0.125 ათას მოსახლეზე). აღნიშნული სამიზნის მიღწევა 2017-2022 წლებში გლობალური ფონდის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ ჩანაცვლების პროცესის ჰარმონიული მიმდინარეობით.