| From : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>; Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>; Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Tea Merabishvili <tmerabishvili@moh.gov.ge>; Tea Monaselidze <tmonaselidze@moh.gov.ge>; Khatuna Tutisani <khtutisani@moh.gov.ge>; Larisa Ghurtskaia <lgurtskaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: 2019 წლის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების თაობაზე |
| Received On : | 26.11.2019 05:55 |
| Attachments : |
From: Nino Berbichashvili
Sent: 25 November, 2019 17:32
To: Ekaterine Adamia
Cc: Alexi Zhvania
Subject: 2019
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის დეკემბერში მთავრდება სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასება.
თითოეული შესაფასებელი პროფესიული საჯარო მოხელე ვალდებულია უშუალო ხელმძღვანელს მატერიალურად (ამობეჭდილი და ხელმოწერილი) წარუდგინოს თვითშეფასების ფორმა. უშუალო ხელმძღვანელი, შეფასების საბოლოო ქულის დაწერამდე, ახდენს მოხელის საქმიანობის ანალიზს, ეცნობა მოხელის თვითშეფასებას. საბოლოო გადაწყვეტილებას შეფასების შესახებ იღებს უშუალო ხელმძღვანელი. მოხელესა და უშუალო ხელმძღვანელს შორის მიმდინარეობს შეფასების დიალოგი, შედეგად ივსება შეფასების ფორმა (იხილეთ დანართი), რომელსაც ორივე აწერს ხელს. ხელმძღვანელი, საჭიროების შემთხვევაში, მოხელესთან ერთად ახდენს მოხელის პროფესიული/პიროვნული განვითარების გეგმის შედგენას (იხილეთ დანართი).
2019 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, უშუალო ხელმძღვანელები ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარადგენენ თავის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა მოხელის თვითშეფასების, შეფასების და პროფესიული განვითარების გეგმის სრულყოფილად შევსებულ ფორმებს, აგრეთვე შეფასებასთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტაციას (არსებობის შემთხვევაში).
იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი ან მოხელე იმყოფებიან შვებულებაში ან მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე, მათ შორის შეფასების საკითხებთან დაკავშირებული კომუნიკაცია (თვითშეფასების, შეფასების, განვითარების გეგმის ფორმების შევსება/წარდგენა/გაცნობა) ხორციელდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო შეფასების ირგვლივ დიალოგი შესაძლოა განხორციელდეს ტელეფონის, ვაიბერის, სკაიპის, მესინჯერის და სხვა საშუალებებით.
შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხემლძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ბიუროს.
გთხოვთ, შეფასებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით, დახმარებისა და მხარდაჭერისათვის მოგვმართოთ hr სამმართველოს.
გისურვებთ წარმატებას!
ნინო ბერბიჭაშვილი
ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 577 909087