From : Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>
To : Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>; Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>
Subject : FW: სამინისტროების 2019-2022 წლების სამოქმედო გეგმების განახლება
Received On : 25.01.2019 07:08
Attachments :

 

 

From: Natia Gulua [mailto:N.Gulua@mof.ge]
Sent: 24 January, 2019 20:34
To: m.tabatadze@mes.gov.ge; n.peradze@msy.gov.ge; Noe Kinkladze ; Maia Gotiashvili ; Besarion Buchukuri ; Koba Selimashvili ; tamar.zedginidze@mepa.gov.ge; nino.tsukhishvili@mepa.gov.ge; Batu Gurjidze ; Irakli Gujabidze ; t.meladze@mia.gov.ge; a.kharebava@mia.gov.ge; ngugenishvili@justice.gov.ge; Giorgi Meskhoradze ; tkharazishvili@mod.gov.ge; dkhachidze@mod.gov.ge; 'avto roinishvili' ; Leliko Cherkezishvili ; rchkheidze@mfa.gov.ge; m.rostomashvili@mfa.gov.ge; t.chichinadze@mfa.gov.ge; murjikneli@moesd.gov.ge; smagrakvelidze@moesd.gov.ge; lnasrashvili@mod.gov.ge; Teimuraz Peradze
Cc: Giorgi Kakauridze ; Ekaterine Guntsadze ; Inga Gurgenidze ; nato mokverashvili ; Tinatin Gugava
Subject:
სამინისტროების 2019-2022 წლების სამოქმედო გეგმების განახლება

 

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტროების სამოქმედო გეგმების საბიუჯეტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ცვლილება შევიდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში, კერძოდ, კოდექსის 34-ე მუხლის მე-8 ნაწილი ითვალისწინებს, რომ:

„საქართველოს სამინისტროები უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დამტკიცებული მათი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონთან შესაბამისობას.“

 

            ამასთან, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის მიხედვით:

„საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებსა და წლიურ ბიუჯეტს შორის მჭიდრო კავშირის შენარჩუნების მიზნით საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში სათანადო ცვლილებები უნდა აისახოს წლიური ბიუჯეტის კანონის დამტკიცების შემდგომ, არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ერთი თვისა.“

 

 

ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, უკვე  მოგაწოდეთ  ინფორმაცია დეკემბრის თვეში ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ზოგიერთ სამინისტროს 2019-2022 წლების გადამუშავებული სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს, რამდენიმე სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვრისა ყველა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს  2019-2022 წლების გადამუშავებული სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რომელიც შესაბამისობაში იქნება 2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან (BDD) და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან.

ამასთან, გთხოვთ 2019-2022 წლების გადამუშავებული სამოქმედო გეგმები გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.mokverashvili@mof.ge

 

 

პატივისცემით,

 

ნათია

 

ნათია გულუა

 

საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქუჩა N16

(+995) 577 922 912

(+995) 032 261 673

 

Natia Gulua

 

Deputy Head of Budget Department

Ministry of Finance of Georgia

16 Gorgasali Str, Tbilisi, Georgia

(+995) 577 922 912

(+995) 032 261 673

 

e-mail: n.gulua@mof.ge

 

 

 

 

 

From: Natia Gulua
Sent: Wednesday, November 14, 2018 12:09 PM
To: 'm.tabatadze@mes.gov.ge' <m.tabatadze@mes.gov.ge>; 'n.peradze@msy.gov.ge' <n.peradze@msy.gov.ge>; nkinkladze@moh.gov.ge; 'Maia Gotiashvili' <mgotiashvili@moh.gov.ge>; 'bbuchukuri@moh.gov.ge' <bbuchukuri@moh.gov.ge>; 'kselimashvili@moh.gov.ge' <kselimashvili@moh.gov.ge>; 'tamar.zedginidze@mepa.gov.ge' <tamar.zedginidze@mepa.gov.ge>; 'nino.tsukhishvili@mepa.gov.ge' <nino.tsukhishvili@mepa.gov.ge>; 'Batu Gurjidze' <b.gurjidze@mrdi.gov.ge>; 'Irakli Gujabidze' <i.gujabidze@mrdi.gov.ge>; 't.meladze@mia.gov.ge' <t.meladze@mia.gov.ge>; 'a.kharebava@mia.gov.ge' <a.kharebava@mia.gov.ge>; 'vjanjghava@justice.gov.ge' <vjanjghava@justice.gov.ge>; 'ngugenishvili@justice.gov.ge' <ngugenishvili@justice.gov.ge>; 'Giorgi Meskhoradze' <gmeskhoradze@justice.gov.ge>; 'tkharazishvili@mod.gov.ge' <tkharazishvili@mod.gov.ge>; 'dkhachidze@mod.gov.ge' <dkhachidze@mod.gov.ge>; 'avto roinishvili' <aroinishvili@mod.gov.ge>; 'Leliko Cherkezishvili' <lcherkezishvili@mod.gov.ge>; 'rchkheidze@mfa.gov.ge' <rchkheidze@mfa.gov.ge>; 'm.rostomashvili@mfa.gov.ge' <m.rostomashvili@mfa.gov.ge>; 't.chichinadze@mfa.gov.ge' <t.chichinadze@mfa.gov.ge>; 'murjikneli@moesd.gov.ge' <murjikneli@moesd.gov.ge>; 'smagrakvelidze@moesd.gov.ge' <smagrakvelidze@moesd.gov.ge>
Cc: Giorgi Kakauridze <giorgi.kakauridze@mof.ge>; Ekaterine Guntsadze <e.guntsadze@mof.ge>; Inga Gurgenidze <i.gurgenidze@mof.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Mariam Danelia <mdanelia@gov.ge>; Giuli Chkuaseli <g.chkuaseli@mof.ge>; nato mokverashvili <n.mokverashvili@mof.ge>; Tinatin Gugava <T.Gugava@mof.ge>
Subject: 2019-2022
წლების პროგრამული ბიუჯეტის დანართის გადამუშავება
Importance: High

 

მოგესალმებით,

 

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში  პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა სახელმწიფო ფინანსების ეფექტურად გამოყენების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

 

პროგრამული ბიუჯეტირების სრულყოფილად დანერგვის პროცესი დაკავშირებულია სხვადასხვა სირთულეებთან და პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე (მათ შორის, რეალური გაზომვადი ინდიკატორების განსაზღვრა და მათი პროგრამებში ასახვა გაზომვის შესაძლებლობების არსებობის გათვალისწინებით, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, რეალური რისკების განსაზღვრა და სხვა), ბუნებრივია, რომ არსებობდეს გარკვეული ხარვეზები ამ მიმართულებით.

 

ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული დანართი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. იგი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას პროგრამების შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანია რეფორმა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს პროგრამების შუალედური და საბოლოო შედეგების და შესრულების შეფასების ინდიკატორების სწორად განსაზღვრას და მეტი ყურადღების გამახვილებას ხარისხობრივ ინდიკატორებზე, რათა შესაძლებელი გახდეს პროგრამების ეფექტიანობის შეფასება.

 

გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროების და უწყებების აქტიური მონაწილეობით არაერთი სექტორული სტრატეგია და სამოქმედო გეგმაა შემუშავებული, რომელიც წარმატებით ხორციელდება. სამინისტროები ჩართულები არიან საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში არაერთი რეფორმის განხორციელებაში სხვადასხვა მიმართულებით. ამ დოკუმენტებში, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილია კონკრეტული და გაზომვადი შეფასების ინდიკატორები, რომელიც პერიოდულად ფასდება, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე დონორების მიერ და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაცია აისახოს პროგრამულ ბიუჯეტში და სამინისტროების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში.

 

ამ პროცესში, არსებითად მნიშვნელოვანია სამინისტროებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გააქტიურება და გაძლიერება, რათა პოლიტიკის განმსაზღვრელი და საფინანსო-ეკონომიკური მიმართულების შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გაუმჯობესდეს სამინისტროების პროგრამული ბიუჯეტის და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების ხარისხი. შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვის რეალურად დანერგვისათვის აუცილებელია წარმატებით განხორციელდეს სამინისტროების შიგნით შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის რეფორმა, რათა თითოეული პროგრამისა და ქვეპროგრამის მიზნობრიობა, მოსალოდნელი შედეგები და შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესიდან გამომდინარე მათი მიღწევადობა ფასდებოდეს შესაბამისი ჩართული მხარეების მხრიდან.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარედგინება საქართველოს პარლამენტს 30 ნოემბრამდე. შესაბამისად, პროგრამული ბიუჯეტის დანართი საჭიროებს სათანადო გადახედვას და გადამუშავებას.

 

აღნიშნული საკითხების განსახილველად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე წლის 15-16 ნოემბერს დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები. გთხოვთ, უზრუნველყოთ პროგრამული ბიუჯეტის და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში უშუალოდ ჩართული პირების, მათ შორის სამინისტროებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის  წევრების დასწრება. სასურველია პოლიტიკის  განმსაზღვრელი დეპარტამენტებიდან თითოეული მიმართულებით (მაგალითად, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და სხვა) წარმოდგენილი იყოს ერთი მონაწილე მაინც.

 

გთხოვთ, აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე მონაწილეთა სია გადმოაგზავნოთ არაუგვიანეს 14 ნოემბრისა ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე  n.mokverashvili@mof.ge.

 

შეხვედრების განრიგი:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

15 ნოემბერი 15:00 საათი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

15 ნოემბერი 16:30 საათი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

16 ნოემბერი 11:00 საათი

თავდაცვის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

16 ნოემბერი 12:30 საათი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

16 ნოემბერი 17:00 საათი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, საკონტაქტო პირად განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელი - ნატა მოკვერაშვილი (საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 598 68 44 61; e-mail: n.mokverashvili@mof.ge).

 

 

პატივისცემით,

 

ნათია

 

ნათია გულუა

 

საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -

საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქუჩა N16

(+995) 577 922 912

(+995) 032 261 673

 

Natia Gulua

 

Deputy Head of Budget Department –

Head of Budget Policy Unit

Ministry of Finance of Georgia

16 Gorgasali Str, Tbilisi, Georgia

(+995) 577 922 912

(+995) 032 261 673

 

e-mail: n.gulua@mof.ge