„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2.პუნქტის, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1830 განკარგულების, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აგვისტოს N5/47489 წერილის, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ 2019 წლის 26 ივლისის N13/599 წერილით წარმოდგენილი აუდიტორული ფირმა შ.პ.ს. „რიალ აუდიტის“ (ს/კ 204566996) N 03-02/19 აუდიტორული დასკვნისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შეტანილ იქნას შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ (ს/კ №236035517) კაპიტალში 423116 (ოთხასოცდასამი ათას ასთექვსმეტი) ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა დანართის შესაბამისად. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტორული ფირმა შ.პ.ს. „რიალ აუდიტი“-ს (ს/კ 204566996), სერთიფიცირებული აუდიტორის ამირან არსენიშვილის (სერთიფიკატი SARAS-A-956336) და სახელმწიფო სექტორის აუდიტორის არჩილ ჯღამაძის (სერთიფიკატი N0224), 2019 წლის 24 ივლისის N 03-02/19 აუდიტორული დასკვნის თანახმად, შ.პ.ს. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ (ს/კ №236035517) კაპიტალი, ნაცვლად 36560081,05 (ოცდათექვსმეტი მილიონ ხუთას სამოცი ათას ოთხმოცდაერთი ლარი და 05 თეთრი) ლარისა, განისაზღვროს 36983197,05 (ოცდათექვსმეტი მილიონ ცხრაასოთხმოცდასამი ათას ასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და 05 თეთრი) ლარის ოდენობით. 3. დაევალოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ (ს/კ №236035517) დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს, ბრძანების გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში, დადგენილი წესით, უზრუნველყოს საზოგადოების ფინანსურ დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს ივანე ბიბილაშვილს. 5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. |