From : hr <HR@moh.gov.ge>
To : All MOH Users <everymoh@moh.gov.ge>
Subject : ვიდეორგოლი ,,სექსუალური შევიწროება საჯარო სამსახურში“
Received On : 29.11.2019 06:39
Attachments :

 

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

2019 წელს, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა.

გაცნობებთ, რომ კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.

კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ.

მითითებული ელექტრონული ბმულით გიგზავნით სამთავრობო კალენდარს, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილი სტრატეგიული გზავნილების და ღონისძიებების შესახებ, რომელიც შემუშავდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ამასთანავე, ბროშურას სექსუალური შევიწროების შესახებ.

#სახელმწიფოზრუნავს

#ყველაქალსაქვსსათქმელი

#16დღიანიკამპანია2019

 

დამატებით, გიზიარებთ ვიდეორგოლს საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც მომზადებულია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

 

შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!

 

პატივისცემით,

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

 

MOH 1 Logo-GEO