| From : | IT <it@moh.gov.ge> |
| To : | everyone@moh.gov.ge; everyone@ssa.gov.ge |
| Subject : | [Everyone] უანგარო დონორთა საერთაშორისო დღე |
| Received On : | 13.06.2019 11:16 |
14 ივნისს აღინიშნება უანგარო დონორთა საერთაშორისო დღე. ვინაიდან, საქართველოში სისხლის და მისი კომპონენტების დეფიციტია და თითოეული ადამიანის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გთხოვთ ჩაერთოთ აღნიშნულ აქციაში, რათა გადავარჩინოთ მრავალი ადამიანის სიცოცხლე.
სს „სისხლის ბანკის“ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები თანამშრომლებს ადგილზე გაუწევენ მომსახურებას.
სისხლის გაღებამდე მოხდება დონორისთვის ჰემოგლობინის შემოწმება, ასევე ჩაუტარდება შემდეგი ანალიზები:
B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი.
პასუხები გადაეცემა დონორს დალუქულ კონვერტში.
გთხოვთ, მსურველები მობრძანდეთ, 14 ივნისს, 11:00 საათიდან სამინისტროს მე-7 სართულზე, ოთახი N706