| From : | IT <it@moh.gov.ge> |
| To : | everyone@moh.gov.ge; everyone@ssa.gov.ge |
| Subject : | [Everyone] გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე |
| Received On : | 18.02.2019 10:11 |
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“
ვინაიდან, საქართველოში სისხლის და მისი კომპონენტების დეფიციტია და თითოეული ადამიანის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გთხოვთ ჩაერთოთ აღნიშნულ აქციაში, რათა გადავარჩინოთ მრავალი ადამიანის სიცოცხლე.
„ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის“ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები თანამშრომლებს ადგილზე გაუწევენ მომსახურებას.
საქველმოქმედო აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილე ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი კვლევები:
∙სისხლის საერთო ანალიზი;
∙სისხლის ჯგუფი და რეზუსი;
∙ჰემოგლობინი;
∙A, B და C ჰეპატიტი;
∙შიდსი;
∙სიფილისი.
ანალიზის პასუხი, კონვერტით დალუქულ მდგომარეობაში, გადაეცემა ყველა დონორს ინდივიდუალურად.
გთხოვთ, მსურველები მობრძანდეთ, ოთხშაბათს 20 თებერვალს, 11:00 საათიდან სამინისტროს მე-7 სართულზე, ოთახი N706