| From : | Jana Purtseladze <janapurtseladze@gmail.com> |
| To : | kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი''-საწოლფონდის შესახებ |
| Received On : | 11.07.2019 11:53 |
ქალბატონო ქეთევან,
შპს,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული ფსიქიატრიული განყოფილებების (პირველი-მამაკაცთა და მეორე- შერეული) საწოლფონდი შეადგენს ერთობლივად 91(ოთხმოცდათერთმეტ) საწოლს.არსებული ვითარების გათვალისწინებით,განყოფილებებს დაემატა კიდევ 5 საწოლი,ამჟამად ცენტრს აქვს შესაძლებლობა სტაციონარული მომსახურება გაუწიოს 96 (ოთხმოცდათექვსმეტ) პაციენტს.
ახლო მომავალში იგეგმება ორმაგი დიაგნოზების მქონე (ფსიქიური და ნარკოლოგიური) პაციენტთათვის დამატებითი განყოფილების გახსნა,რომელიც გაიშლება მინიმუმ 10 საწოლზე.
2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’ სტაციონარულ განყოფილებებში დაკავებულია - 81 საწოლი,თავისუფალია - 15 საწოლი.
პატივისცემით: ჯანა ფურცელაძე
,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’
კლინიკური მენეჯერი
|
|
Sender notified by Mailtrack 11.07.19, 15:52:41 |