| From : | Mamuka Nadareishvili <mamnadar@gmail.com> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: მონაცემები საქსტატიდან |
| Received On : | 17.06.2019 05:55 |
მამუკა, ახლავე გადავაგზავნიიი
From: Mamuka Nadareishvili <mamnadar@gmail.com>
Date: Tuesday, June 11, 2019 at 11:44
To: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject: მონაცემები საქსტატიდან
გამარჯობა ქეთი,
უკვე დროა გამოვითხოვოთ მონაცემები საქსტატიდან. გიგზავნი იმ ბაზას, რომელიც მათ ადრე გამოგვიგზავნეს. ახლაც მსგავსი ბაზა გვინდა. მისაწერი ტექსტი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:
"მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებისა და ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის შეფასებისათვის გვჭირდება შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის 2016 და 2017 წლების მონაცემთა ბაზების ის ნაწილი, რომელშიც მოცემული იქნება შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები. თქვენ ადრეც გაგვიწიეთ დახმარება ანალოგიურ საკითხში და მოგვიმზადეთ ამ ტიპის ბაზა.
ნიმუშისათვის გიგზავნით 2015 წლის გამოკვლევის ბაზას, რომელიც თქვენს მიერ იყო მომზადებული 2016 წელს. გვინდა, ახალი ბაზა, რომელიც 2016-2017 წლების გამოკვლევაზე იქნება დაფუძნებული, შეიცავდეს იგივე ველებს, რაც ამ ბაზაშია."
ბაზის საჭიროების დასაბუთებას შენ უკეთ შეავსებ. წერილთან ერთად ეს ბაზაც გადაუგზავნე.
მერე მე თვითონ დავეკონტაქტები თემურის (ან სხვა ვინმეს, ვისაც დაავალებენ ბაზის მომზადებას) და თუ საჭირო იქნება, უფრო დაწვრილებით ავუხსნი რა მონაცემები გვინდა.
საუკეთესო სურვილებით,
მამუკა